დეილ კარნეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.6) (ბოტის დამატება: lt:Deilas Karnegis
r2.6.6) (ბოტის დამატება: fr:Dale Carnegie
ხაზი 37: ხაზი 37:
[[es:Dale Carnegie]]
[[es:Dale Carnegie]]
[[fa:دیل کارنگی]]
[[fa:دیل کارنگی]]
[[fr:Dale Carnegie]]
[[hu:Dale Carnegie]]
[[hu:Dale Carnegie]]
[[hy:Դեյլ Քարնեգի]]
[[hy:Դեյլ Քարնեգի]]

22:50, 9 სექტემბერი 2013-ის ვერსია

  • ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.


  • იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.


  • საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.


  • თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.


  • ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება- გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.


  • ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.


  • ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.


  • ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს - თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.


  • პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: "ყველაზე უარესი რა შეიძლება, მოხდეს?" - შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს.