ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: li:Ludwig van Beethoven
ხაზი 117: ხაზი 117:
[[it:Ludwig van Beethoven]]
[[it:Ludwig van Beethoven]]
[[ja:ルートヴィヒ・ヴァン・ベートーヴェン]]
[[ja:ルートヴィヒ・ヴァン・ベートーヴェン]]
[[li:Ludwig van Beethoven]]
[[lt:Liudvigas van Bethovenas]]
[[lt:Liudvigas van Bethovenas]]
[[nl:Ludwig van Beethoven]]
[[nl:Ludwig van Beethoven]]

14:25, 14 სექტემბერი 2013-ის ვერსია

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. ვენის კლასიკური სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი

ციტატები

  •  

არც ერთი ჩემი მეგობარი გასაჭირში არ უნდა ჩავარდეს მანამ, სანამ მე გამაჩნია თუნდაც ერთი ნაჭერი პურისა. თუკი ჩემი საფულე ცარიელია, რაღა თქმა უნდა მისი დახმარება იმ წუთას შეუძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დავჯდე მაგიდასთან და დავწერო ახალი მუსიკა, რათა ჩემი მეგობარი რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნა გასაჭირისგან.


  •  

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.


  •  

აღწერა მხატვრობის თვისებაა. მუსიკისაგან განსხვავებით პოეზიასაც შეუძლია ამ მხრივ თავი ბედნიერად ჩათვალოს, მისი არე არ არის ისე შემოფარგლული, როგორც ჩემი; სამაგიეროდ, ჩემი უფრო შორს მიდის სხვა განხრით და ვერც ისე ადვილად შემოაღწევთ ჩემს სამფლობელოში.


  •  

მუსიკა უფრო დიდი ზეშთაგონებაა, ვიდრე სიბრძნე და ფილოსოფია.


  • მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის.
დავითური: გვ. 214.
  • მუსიკა ხალხის მოთხოვნილებაა
დავითური: გვ. 218.
  • მუსიკა ადამიანის გულიდან ცეცხლს უნდა გამოკვეთდეს
დავითური: გვ. 214.
  • ძლიერ ვწუხვარ, რომ არ მესმის სამხედრო საქმე ისე. როგორც მუსიკის ხელოვნება. მაშინ მე მას დავამარცხებდი (ლაპარაკია ნაპოლეონ ბონაპარტზე)
დავითური: გვ. 199.
  • თავისუფლება - უპირველეს ყოვლისა!
დავითური: გვ. 199.
  • მე ყველაზე უფრო კომპოზიცია მაინტერესებს, ვიდრე შემსრულებლობა. უკეთესად თუ უარესად დაკვრა ყველას შეუძლია, მუსიკის შეთხზვა კი მამაკაცის ღირსების საქმეა.
დავითური: გვ. 199.
  • ყოველ ხელოვანს უნდა გააჩნდეს გამბედაობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტალანტი.
დავითური: გვ. 211.
  • ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ხელოვნება, არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი თავით და დღენიადაგ წინსვილისკენ ისწრაფვის.
დავითური: გვ. 211.
  • გენიოსობა ოდნავ მაღლა დგას შრომისმოყვარეობაზე.
დავითური: გვ. 212.
  • ჰენდელი მაესტროა მაესტროთა შორის. იგი შეუდარებელი ოსტატია. ისწავლთ მისგან, თუ როგორ უნდა ესეოდენ უბრალო საშუალებებით ასეთი სიდიდის მიღწევა.
დავითური: გვ. 208.
  • თავისუფლება და პროგრესი - აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა და მთელი ცხოვრებისა.
დავითური: გვ. 210.
  • აპლოდისმენტები მეგობრებო, კომედია დასრულდა (ბოლო სიტყვები)
    • Plaudite, amici, comedia finita est.
ბოლო სიტყვები, 1827.
  • მე რომ ერთის თვალის გადავლებით ყველა ჩემს ნაწარმოებს გადავხედავ, ზოგჯერ მეჩვენება, რომ რამდენიმე ნოტის მეტი არაფერი დამიწერია.
დავითური: გვ. 199.

რესურსები ინტერნეტში