მიხეილ ბულგაკოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
სურათი
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Bułhakow.jpg|250px|მინიატიურა|მიხეილ ბულგაკოვი]]
'''[[:w:მიხეილ ბულგაკოვი|მიხეილ ბულგაკოვი]]''' ([[:w:რუსული ენა|რუს.]] Михаил Афанасьевич Булгаков) — რუსი მწერალი.
'''[[:w:მიხეილ ბულგაკოვი|მიხეილ ბულგაკოვი]]''' ([[:w:რუსული ენა|რუს.]] Михаил Афанасьевич Булгаков) — რუსი მწერალი.


[[ფაილი:Bulgak ov .jpg|250px|მინიატიურა|მიხეილ ბულგაკოვი]]
{{Q
{{Q
| ციტატა = - მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?
| ციტატა = - მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?

18:54, 28 ოქტომბერი 2013-ის ვერსია

ფაილი:Bułhakow.jpg
მიხეილ ბულგაკოვი

მიხეილ ბულგაკოვი (რუს. Михаил Афанасьевич Булгаков) — რუსი მწერალი.

  •  

- მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?
- ყველაფერს თვით ადამიანი განაგებს.
- უკაცრავად, მაგრამ იმისათვის რომ განაგო, უთუოდ უნდა გქონდეს ზუსტი გეგმა რაიმე, ცოტად თუ ბევრად საკმაო ვადისათვის. როგორ უნდა განაგოს ადამიანმა, როცა მას არათუ შეუძლია, გეგმა შეადგინოს თუნდაც სასაცილოდ მოკლე ვადისთვის, ვთქვათ, ათასი წლისათვის, არამედ ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის? წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, თქვენ სხვებსაც და საკუთარ თავსაც განაგებთ. ჰოდა,როცა ასე ვთქვათ, ეშხში შეხვედით, უცებ... ჰე... ჰე... ფილტვების სარკომა დაგემართოთ... და თქვენს გამოგონილს ბოლო მოეღება!
- დიახ, ადამიანი მოკვდავია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საქმე ის არის, რომ...
- დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეს ისეთი დიდი უბედურება არ იქნებოდა. ცუდი ის არის, რომ ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავია. აი, ოინი! და, საერთოდ იმის თქმაც არ შეუძლია, ამ საღამოს რას გააკეთებს.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

- ჰეგემონო, ხომ არ გგონია, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე შენ დაჰკიდე? თუ გგონია, ძალიან ცდები.
- მე იმ ბეწვის გადაჭრა შემიძლია.
- ამაშიც ცდები. ალბათ დამეთანხმები, რომ ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც შეაბა.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ! შიძლება, შეცდეთ, თანაც უკიდურესად შეცდეთ.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ძალზე სასიამოვნოიქნებოდა, რომ მშვენიერი ყოფილიყავით, მაგრამ რაკი არ გსურთ, ნუ იქნებით.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

- თქვენ მწერლები ხართ?
- რა თქმა უნდა.
- მოწმობები მაჩვენეთ!
- ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა...
- თქვენ დოსტოევსკი არა ხართ.
- ვინ იცის, ვინ იცის.
- დოსტოევსკი მოკვდა.
- პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!
- მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო.
- მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ო, ღმერთებო, ღმერთებო! რა მწუხარეა დედამიწა შებინდებისას! ჭაობებს იდუმალებით მოცული ნისლი დასწოლია! ვისაც ამ ნისლში უგზო-უკვლოდ უხეტიალია, ვინც სიკვდილის წინ უსაზღვროდ გატანჯულა, უზომო ტვირთით მხრებდამძიმებულს დედამიწისათვის გადაუფრენია, ეს იმან უწყის. ეს იმან იცის, ვინც დაქანცულა... იცის და ამ ნისლს, ჭაობებსა და მდინარეებს დაუნანებლად ტოვებს. სიკვდილს გულმშვიდად ეგებება, რადგან ისიც იცის, რომ სიკვდილის გარდა ვეღარაფერი დაამშვიდებს.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

რას იზამ, ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

- თორმეტი ათასი მთვარიანი ღამით ტანჯვა ერთი მთვარიანი ღამის საზღაურად, განა ძალზე ბევრი არ არის?
- ყველაფერი თავის რიგზე იქნება, ქვეყნიერება ამაზეა აგებული.

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012

  •  

ვინმეს რომ ავნო, დაჩაგრო, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ, გარწმუნებთ, სასახელო არ არის, დიახ, სასახელო არ არის!

  ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012


  • თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება.
გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.394