პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 141: ხაზი 141:
}}
}}


{{Q
| ციტატა = ქარი ძლიერდება... უნდა ვცადოთ და ვიცხოვროთ! (ზღვის სასაფლაო)
| ავტორი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება =
}}


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

10:10, 7 ივნისი 2015-ის ვერსია

პოლ ვალერი

პოლ ვალერი (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.

ციტატები

  •  

მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?! (ვარიაციები დეკარტზე)


  •  

რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.


  •  

აი, რა არის ყველაზე ძნელი ამქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.


  •  

ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.


  •  

რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.


  •  

ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.


  •  

სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.


  •  

ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.


  •  

ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.


  •  

ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.


  •  

ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.


  •  

გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.


  •  

წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.


  •  

სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.


  •  

ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.


  •  

სინდისი მეფობს, მაგრამ არ მართავს.


  •  

თუ არ შეგიძლია აზრს დაუპირისპირდე, მოაზროვნეს დაუპირისპირდი.


  •  

ქარი ძლიერდება... უნდა ვცადოთ და ვიცხოვროთ! (ზღვის სასაფლაო)


რესურსები ინტერნეტში

Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
Paul Valéry
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პოლ ვალერი