შეცდომა: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 128: ხაზი 128:
| ციტატა = შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს, ოღონდ დიდი ადამიანები აღიარებენ თავის შეცდომებს.
| ციტატა = შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს, ოღონდ დიდი ადამიანები აღიარებენ თავის შეცდომებს.
| ავტორი = ბ. ფონტენელი
| ავტორი = ბ. ფონტენელი
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987
}}
{{Q
| ციტატა = მორცხვობა იქნებ მისაღები იყოს ყველგან, ოღონდ არა საკუთარი შეცდომების აღიარებისას.
| ავტორი = [[დორის ლესინგი]]
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| დამოწმება = „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987
}}
{{Q
| ციტატა = რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენ.
| ავტორი = ა. პოპი
| კომენტარი =
| კომენტარი =
| ორიგინალი =
| ორიგინალი =

17:13, 20 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

  •  

ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო.

  — ქართული ანდაზა
  •  

ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა, ის ცხენოსნობას ვერ ისწავლისო.

  — ქართული ანდაზა
  •  

შეცდომა სიყალბედ არ ითვლება.

  — გერმანული და რუსული ანდაზა
  •  

ცდომილება კაცის თვისებაა.

  — გერმანული ანდაზა
  •  

ერთი შეცდომა მეორეს იწვევს.

  — გერმანული ანდაზა
  •  

შეცდომას ის იწვევს, რომ უკეთესი არ ვიცით.

  დემოკრიტე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ვინც ბევრს გაბედავს, ბევრჯერაც შეცდება.

  — მენანდრე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა ბევრჯერ შეიძლება, სწორ საქციელს კი მხოლოდ ერთი გზა გააჩნია.

  — არისტოტელე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

მძიმე შეცდომა ხშირად იქცევა ბოროტმოქმედებად.

  — სენეკა

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

მცირე, გამოუსწორებელი შეცდომები ადვილად გადადის დიდ მანკიერებაში.

  — სენეკა

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა ადამიანურია.

  — სენეკა

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეიძლება ცდებოდეს ყოველი ჩვენგანი, ოღონდ შეცდომას ბოლომდე იცავს მხოლოდ გიჟი.

  — ციცერონი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ადამიანი მუდამ ცდება, ვიდრე ისწრაფვის.

  — გოეთე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდა ვართ, ოღონდ სიბერემდე კი არ უნდა ვათრიოთ იგი.

  — გოეთე

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ — ვიცითო.

  ჟან-ჟაკ რუსო

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმდენი ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.

  — ფ. ფენელონი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

არა შეცდომის გასწორება, არამედ მისი ჯიუტად დაჟინება შელახავს როგორც ცალკეული კაცის, ისე ადამიანთა მთელი ორგანიზაციის ღირსებას.

  ბენჯამინ ფრანკლინი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

სცთების და სცთების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

  შოთა რუსთაველი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს, ოღონდ დიდი ადამიანები აღიარებენ თავის შეცდომებს.

  — ბ. ფონტენელი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

მორცხვობა იქნებ მისაღები იყოს ყველგან, ოღონდ არა საკუთარი შეცდომების აღიარებისას.

  დორის ლესინგი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენ.

  — ა. პოპი

  ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987