ბიბლია: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30: ხაზი 30:
* სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.
* სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.


'''<br>ეფესელთა 4:32'''
'''<br>
* იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მოუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ.
ეფესელთა 4:32'''

* იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მოუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ. '''1 კორინთელთა 13:4-8'''
'''1 კორინთელთა 13:4-8''''
* სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
* სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.



12:05, 12 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ბიბლია— (ბერძნ. Biblia, სიტყვასიტყვით წიგნები) — იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „საღვთო“ წიგნების კრებული.


იგავნი 16:8

  • უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.


იერემია 23:23-26

  • განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი? სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი. გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო! როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან?


მარკოზის 10:43/44

  • ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური.
    და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა.
მარკოზ მახარებელი. მარკოზის სახარება, თავი მეათე, 43/44. orthodoxy.ge.

იოანეს 3:16

  • ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.


მოციქულთა საქმეები 17:23–25

  • ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.


2 პეტრე 3:9

  • არ აყოვნებს უფალი აღთქმულებას, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად.


1 კორინთელთა 16:14

  • სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.


ეფესელთა 4:32

  • იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მოუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ.

1 კორინთელთა 13:4-8'

  • სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.