პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[სურათი:Paul_Valery.jpg|thumb|right|პოლ ვალერი]]
[[სურათი:Paul_Valery.jpg|thumb|right|პოლ ვალერი]]


*მაშინ ვარსებობ როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)
*მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)




ხაზი 7: ხაზი 7:




*აი რა არის, ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.
*აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.




ხაზი 25: ხაზი 25:




*ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ
*ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.





08:50, 1 ივლისი 2008-ის ვერსია

პოლ ვალერი
  • მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)


  • რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.


  • აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.


  • ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.


  • რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.


  • ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.


  • სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.


  • დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ, როგორც ადამიანნი და მეორეჯერ, როგორც დიდნი.


  • ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.


  • ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.


  • ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.


  • ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.


  • გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.


  • წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.


  • სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.


  • ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პოლ ვალერი