ფრანსუა დე ლაროშფუკო: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: it:François de La Rochefoucauld
No edit summary
ხაზი 24: ხაზი 24:


*ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.
*ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.


*ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.





21:01, 12 სექტემბერი 2008-ის ვერსია

  • არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი.


  • მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას- არავინ.


  • ყველა ცდილობს თავის ბედნიერებად ის დაისახოს, რაც მისთვის მიუწვდომელია.


  • თუკი სიყვარულზე მისი ჩვეულებრივი გამოვლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის უფრო მტრობასა ჰგავს, ვიდრე მეგობრობასა.


  • ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი.


  • ბობოქარ ვნებათა შორის ქალს ყველაზე მეტად შვენის სიყვარული.


  • განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს, ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.


  • არსებობს სიყვარულისაგან განკურნების ათასგვარი საშუალება, მაგრამ არცერთი სანდო არ არის.


  • ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ.


  • ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული.


  • ადამიანები თავს იწონებენ, როცა ისე იქცევიან, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება.


  • ამ ქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, მხოლოდ ერთი მამაკაცის სიყვარულს რომ დასჯერებოდეს.


  • დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით ეგებებოდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.


  • არც ერთ ვნებაში თავის თავისადმი სიყვარული ისე მძლავრად არ არის გამეფებული, როგორც მიჯნურობაში, ადამიანი ნიადაგ მზადაა, სატრფოს სიმშვიდე დაურღვიოს, ოღონდ თავად იყოს მშვიდად.


  • უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.