ოსკარ უაილდი: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიციტატიდან
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 184: ხაზი 184:


*ქორწინება- ეს არის ფანტაზიის ტრიუმფი გონებაზე.
*ქორწინება- ეს არის ფანტაზიის ტრიუმფი გონებაზე.


*ცხოვრებისა და ბედნიერების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ზიებაშია.





10:53, 18 სექტემბერი 2008-ის ვერსია

ოსკარ უაილდი
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ოსკარ უაილდი

ოსკარ ფინგალ ო'ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde) (*16 ოქტომბერი, 185430 ნოემბერი, 1900) --ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი.


  • ქალი სიყვარულისთვისაა შექმნილი და არა ამოსაცნობად.


  • ქალი მუდამ უძღვნის მამაკაცს თავისი სიცოცხლის ოქროს, მაგრამ ვალის დაბრუნებასაც ითხოვს: თანდათანობით, წვრილი ხურდით.


  • ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს - წარსული.


  • შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს.


  • არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.


  • ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალებას მოკლებული.


  • ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია.


  • მეორედ ისეთი ქალი თხოვდება, რომელიც პირველ ქმარს ვერ იტანდა. მეორედ ისეთი მამაკაცი ქორწინდება, რომელიც ჭკუას კარგავდა პირველი ცოლისთვის. ქალები ბედს ცდიან, მამაკაცები რისკზე მიდიან.


  • მამაკაცს ცოლის მოყვანისკენ დაღლილობა უბიძგებს, ქალს - ცნობისმოყვარეობა. ბოლოს კი იმედი ერთნაირად უცრუვდებათ.


  • ზნეობა ყოველთვის უკანასკნელი თავშესაფარია ადამიანთათვის,რომელთაც მშვენიერებისა არა გაეგებათ რა.


  • საზოგადოება დანაშაულს მოგიტევებთ, ოცნებას - არა.


  • პუნქტუალობა დროის ქურდია.


  • ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან.


  • ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში.


  • მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ....


  • გამოცდილება არის სახელი, რომელსაც ყველა ჩვენს შეცდომას ვარქმევთ.


  • თუ გინდა ადამიანი გააფუჭო, მისი ხელახლა აღზრდა დაიწყე.


  • ჩვენს დროში ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ფული ყველაფერია. როცა მოხუცდებიან, დანამდვილებით ეცოდინებათ.


  • არც ერთი დიდი ხელოვანი არ ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის ის სინამდვილეში. რომ დაენახა, ხელოვანიც არ იქნებოდა.


  • როცა ადამიანები ერთხმად მეთანხმებიან, ვიცი, რომ ვცდები.


  • ცოტა გულწრფელობა სახიფათოა, ხოლო დიდი გულწრფელობა- საბედისწერო.


  • მათთვის, ვინც ერთგულია სიყვარულში, ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ბანალური არსი... სიყვარულის ტრაგედიას კი მხოლოდ მოღალატეები შეიცნობენ...


  • ყოველი ადამიანი იმას კლავს, ვინც უყვარს...


  • მამაკაცს მხოლოდ მაშინ შეუძლია ბედნიერად იგრძნოს ქალთან თავი, თუკი მას ეს ქალი აღარ უყვარს.


  • ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით მხატვრის პორტრეტია და არა მენატურისა.


  • ზნეობა პოზაა- ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.


  • მოდა საშინელებაა, რომელიც იმდენად შეუწყნარებელია, რომ გვაიძულებს, შევიცვალოთ ყოველ ექვს თვეში ერთხელ.


  • არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ.


  • მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის.


  • ჩვენ ვცხოვრობთ ხანაში, როცა ყველაფერი არასაჭირო ჩვენი ერთადერთი საჭიროებაა.


  • უნდა შეისრუტო ცხოვრების ფერები, მაგრამ არასდროს დაიმახსოვრო მისი დეტალები. დეტალები მუდამ ვულგარულია.


  • როცა ღმერთებს სურთ ჩვენი დასჯა, ისინი შეისმენენ ხოლმე ჩვენს ლოცვას.


  • მე შემიძლია გავუძლო აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა.


  • ცინიკოსი ადამანია, რომელმაც ყველაფრის ფასი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს მათ ფასეულობაზე.


  • და მაინც, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის?

..... ჟურნალისტიკა არ იკითხება, ლიტერატურას კი არ კითხულობენ.


  • მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს- კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს- მათი ინტელექტით.


  • პრინციპებზე მეტად ადამიანები მიყვარს, ხოლო ადამიანები პრინციპების გარეშე ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია.


  • მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება.


  • ახალგაზრდობის უკან დასაბრუნებლად მზად ვარ აბსოლუტურად ყველაფერისათვის, გარდა ვარჯიშისა, დილით ადრე ადგომისა და პატიოსნებისა.


  • ქალებს ჩვენი ნაკლების გამო ვუყვარვართ. თუკი საკმარისად გვაქვს ეს უკანასკნელნი, მაშინ ისინი ყველაფერს მოგვიტევებენ, ჩვენს ინტელექტსაც კი.


  • იმაზე უარესი, რომ შენზე ჭორაობენ, მხოლოდ ისაა, სიტყვაც კი არ თქვან შენზე.


  • მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ.


  • უსულგულო და თავქარიანები არიან ისინი, ვისაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებას და თავდადებას უწოდებენ, ეს კი მხოლოდ ჩვეულება, ლეთარგია ან წარმოსახვის უქონლობის მიზეზია.


  • არ არსებობს მორალური ან ამორალური წიგნები. არსებობს მხოლოდ კარგად ან ცუდად დაწერილი წიგნები.


  • წარმატება მეცნიერებასავითაა- თუკი გაქვს პირობები, შედეგიც არ დააყოვნებს.


  • სწორად განასკვული ჰალსტუხი პირველი სერიოზული ნაბიჯია ცხოვრებაში.


  • კარგად ვგრძნობთ თავს მაშინ, როცა ვართ ბედნიერები, მაგრამ ყოველთვის არ ვართ ბედნიერნი, როცა თავს კარგად ვგრძნობთ.


  • სიყვარულის საიდუმლოება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საიდუმლოება სიკვდილისა.


  • საკუთარი თავის სიყვარული მარადიული რომანის დასაწყისია.


  • ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთ-ერთ მხარეში მაინც აქრობს ეგოიზმს, ეგოიზმი კი ინდივიდუალურობის დასტურია, ინდივიდუალიზმის გარეშე კი ადამიანი არარაობაა.


  • მე მიყვარს საკუთარი თავის მოსმენა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს საათობით და იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ამ ლაპარაკიდან ერთ სიტყვასაც კი ვერ ვიგებ.


  • კაცობრიობა ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად უყურებს ყველაფერს. ეს მსოფლიოს ისტორიაში პირველი ცოდვაა. ქვის ხანის ადამიანს რომ სცოდნოდა სიცილი, ისტორია სულ სხვანაირი იქნებოდა.


  • რამდენად ბევრი იცის მან, ვისაც ერთი წიგნიც კი არ დაუწერია არასდროს.


  • ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს.....ისინი ძალიან ცოტას ნიშნავენ....


  • რელიგია იმ კაცს ჰგავს, რომელიც შავ ოთახში ეძებს შავ კატას და რომ ჰკითხო, პოულობს კიდეც.


  • მოხუცებს ყველაფერი სჯერათ, ხანშიშესულებს ყველასა და ყველაფერში ეჭვი შეაქვთ, მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან ყველაფერი.


  • მარტოხელა კაცებს გვარიანი გადასახადები უნდა დაუწესდეთ- უსამართლობაა, ზოგი იყოს უფრო ბედნიერი, ვიდრე სხვები.


  • ყველაზე მეტად ვაგნერის მუსიკა მიყვარს. იგი იმდენად ხმამაღალია, რომ შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა ილაპარაკო ისე, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგოს შენი ნათქვამიდან.


  • ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა დედამიწაზე. ხალხის უმეტესობა უბრალოდ არსებობს.


  • ქორწინება- ეს არის ფანტაზიის ტრიუმფი გონებაზე.


  • ცხოვრებისა და ბედნიერების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ზიებაშია.


  • სულში იმალება ცხოველური ინსტიქტები, სხეულს კი გააჩნია წუთები, როდესაც ზეშთაგონებითაა აღსავსე.


  • სიკვდილი ხშირად ბევრით სჯობს ეჭვით ესოდენ ნაწამები სულის დაუსრულებელ შფოთვას.


  • სწორედ ის გრძნობები, რომელთა არსში გარკვევაც ჩვენ ასე გვიჭირს და საკუთარ თავს ხშირად ვიტყუებთ,ბატონობენ ჩვენზე ყველაზე მეტად .


  • მე ვმუშაობდი ერთ-ერთი ჩემი მოთხრობის კორექტურაზე მთელ დილას და გადავწყვიტე, ტექსტიდან ამომეღო მძიმე. შუადღისას ის მძიმე თავის ადგილზე დავაბრუნე.


  • ყოველთვის მიუტევეთ თქვენს მტრებს- ეს მათ ყველაზე მეტად აცოფებს!


  • ის, ვინც სულსა და სხეულს შორის რაიმე განსხვავებას ხედავს, არც ერთი გააჩნია და არც მეორე.


  • არასოდეს არ დაუჯერო არანაირ რჩევას, არც ამას!


  • ამერიკა არ აღმოუჩენიათ, ის მხოლოდ იპოვეს.