თომას მანი

ვიკიციტატიდან
თომას მანი,1937 წელი

პაულ თომას მანი (გერმ. Paul Thomas Mann; დ. 6 ივნისი 1875, ლიუბეკი, გერმანია — გ. 12 აგვისტო 1955, ციურიხი, შვეიცარია) — გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში(1929), ჰაინრიხ მანის ძმა, კლაუს მანისა და ერიკა მანის მამა.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

სიყვარული და მუსიკა, ორივე მოკლე დრო და მარადისობაა.


  •  

რაც არა ხარ, რისი ძალაც არ შეგწევს და რაც არ გაგაჩნია, სწორედ იმას შეჰყურებ ნაღველგარეული შურით, შურით, რომელიც სიყვარულად იქცევა იმის შიშით, რომ სიძულვილად არ იქცეს.


  •  

რა თქვი, კუბოს დანახვა არ მსიამოვნებსო? მე კი, პირიქით, სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე კუბოს. მე თუ მკითხავ, კუბო ნამდვილად მშვენიერი ნაკეთობაა. ცარიელიც რომ არის, მაშინაც კი, თორემ შიგ თუ ვინმე წევს, მაშინ ხომ ჩემს თვალში პირდაპირ საზეიმო იერს იძენს. დაკრძალვა უთუოდ ჭკუას ასწავლის ადამიანებს. ხანდახან მიფიქრია, ეკლესიის მაგიერ კაცი დაკრძალვაზე უნდა მიდიოდეს, თუ უნდა, ცოტა ჭკუა ისწავლოს-მეთქი

  ციტატის წყარო: „ჯადოსნური მთა“


  •  

ლოდინში დრო ჭიანურდებაო, ამბობენ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ლოდინში დრო მოკლდება კიდეც, რადგან დროის უზარმაზარ მასას ისე ნთქვას კაცი, რომ სრულიად არ იყენებს და მისით არ სულდგმულობს.


  •  

კარგი ნაწარმოები მხოლოდ დუხჭირი ცხოვრების უღელქვეშ იქმნება, ვინც ცხოვრობს ის არ მუშაობს და კაცმა რომ თქვას, უნდა მოკვდე, თუ გსურს ჭეშმარიტი შემოქმედი იყო.


  •  

სრული ასკეტიზმი ყველგან და ყოველთვის - ეს მხოლოდ უხასიათობის სრული გამოვლინებაა.

  ციტატის წყარო: თომას მანის ციტატები

  •  

სილამაზე და ცოდნა იშვიათად ერწყმის ამქვეყნად ერთმანეთს.

  ციტატის წყარო: თომას მანის ციტატები

  •  

ვიმედოვნებ, ბოროტების მიმართ არაფერი გაქვთ საწინააღმდეგო. ჩემს თვალში ბოროტება სიბნელისა და უხამსობის წინააღმდეგ მიმართული იარაღია გონებისა. ბოროტება, კრიტიკის სულია, კრიტიკა კი, თავის მხრივ, პროგრესისა და განათლების საწყისი გახლავთ.

  ციტატის წყარო: „ჯადოსნური მთა“

  •  

დრო არ არის ისეთი, როგორიც ეს სადგურის საათზეა, დიდი ისარი რომ აღნიშნავს გასულ ხუთ წუთს, დრო უფრო უმცირეს საათში აისახება, როცა საათის ისრის მოძრაობას ვერ ვამჩნევთ ან როცა თვალის შუმჩნევლად იზრდება ბალახი, თუმცა საიდუმლოდ ის მაინც იზრდება და ერთ მშვენიერ დღეს ეს სავსებით შესამჩნევი ხდება.

  ციტატის წყარო: „ჯადოსნური მთა“

  •  

ვერც ერთ აზრს ადამიანი ვერ გამოთქვამს იმის გარეშე, რომ საკუთარი თავი არ წარმოაჩინოს მთლიანად, შეუგნებელად არ ჩააქსოვოს მასში მთელი თავისი „მე“, ვერ გადმოსცემს სიმბოლურად ლაითმოტივს და ვერ გადმოსცემს თავისი ცხოვრების თავდაპირველ პრობლემას.

  ციტატის წყარო: „ჯადოსნური მთა“

  •  

ლოდინი - ნიშნავს გასწრებას, ნიშნავს დროის შეგრძნებას და აწმყოს არა როგორც, საჩუქარს არამედ როგორც დაბრკოლებად აღქმას, ანუ მათი დამოუკიდებელი ღირებულებების უარყოფას, მათ გამარტივებას, სულიერად მათ გადალახვას. ამბობენ, როდესაც იცდი, დრო იწელება. მაგრამ ამასთან, ესეც ახლოსაა ჭეშმარიტებასთან - ის უფრო სწრაფადაც მიჰქრის, რადგან მომლოდინე მასა დროს დაუღეჭავად ყლაპავს.

  ციტატის წყარო: „ჯადოსნური მთა“

  •  

როდესაც ძალიან გეშნია, ყველაფერი სასაცილოდაა და არც ისე ცუდად ეწყობა, ხოლო როდესაც არაფერ ცუდს არ ელი - უბედურებაც მაშინვე მოდის.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

ამქვეყნად ადამიანის დაცემულობის გამო თანაგრძნობაც შეუძლებელია.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

რა მტკივნეულად ჭრის სილამაზე, რაოდენ დიდ სირცხვილში და სასოწარკვეთაში აგდებს ის ადამიანს.

  ციტატის წყარო: თომას მანის ციტატები

  •  

ცუდის მომასწავებელი ვითარების უსირცხვილოდ, საკუთარი სარგებლისკენ შემობრუნება - ეს არის სიცოცხლისუნარიანობა.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

ამოცანა მარტოობაში, მხოლოდ საკუთარი ძალებით, საკუთარი ოფლით უნდა ამოხსნა, სანამ გვიანი არაა, უნდა მიაღწიო სიკვდილისათვის სრულ მზადყოფნას ან ამქვეყნიდან სასოწარკვეთილი უნდა წახვიდე.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

რა არის წარმატება? ეს საიდუმლო, აუხსნელი ძალაა, დაკვირვებულობა, ძალების მოკრება, გაცნობიერება იმისა, რომ შენ ახდენ ზემოქმედებას ცხოვრებისეულ მოვლენებზე, თვითონ შენი არსებობის ფაქტით, რწმენა იმისა, რომ ცხოვრება მლიქვნელურად გგერწყმის.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

გონება არ არის უმაღლესი ამქვეყნად.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

ჩვენი სურვილები და ქმედებები ჩვენი ნერვების ცნობილ მოთხოვნილებებში იბადება, მოთხოვნილებებში, რომელთაც სიტყვით ვერ ახსნი.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

მხოლოდ სილამაზეა სიყვარულის ღირსი და ამავე დროს ხილვადია, ის ერთადერთი ფორმაა სულიერებისა, რომელიც შეგვიძლია გრძნობით აღვიქვათ და გრძნობითვე დავითმინოთ.

  ციტატის წყარო: „ბუდენბროკები“

  •  

სიყვარულისა და სიკეთისთვის ადამიანმა სიკვდილს თავისი აზრების დაპატრონების უფლება არ უნდა მისცეს.

  ციტატის წყარო: თომას მანის ციტატები

  •  

ხელოვნება ყველაზე მშვენიერი, ყველაზე მკაცრი, ყველაზე სასიხარულო და სასიკეთო სიმბოლოა საწყისის, ადამიანის სიკეთისაკენ, სრულყოფილებასა და ჭეშმარიტებისაკენ აუხსნელი სწრაფვისა.

  ციტატის წყარო: თომას მანის ციტატები

  •  

წარსულით ზეიმი სასიამოვნოა, როდესაც გიხარია აწმყო და მომავალი.

  ციტატის წყარო: თომას მანის ციტატები

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
თომას მანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]