რაბინდრანათ თაგორი

ვიკიციტატიდან
დაე ეს იყოს ჩემი ბოლო სიტყვა, მე მჯერა სიყვარულის.
ღმერთს, დიდი შემოქმედს, შეუძლია გააღოს მთელი სამყარო ჩვენს თვალწინ ვიწრო სივრცეში.

რაბინდრანათ თაგორი (7 მაისი, 1861 – 7 აგვისტო, 1941), ასევე ცნობილი როგორც Rabi Thakur — ბენგალელი ფილოსოფოსი, პოეტი, 1913 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი.

ციტატები[რედაქტირება]

კჰონიკა[რედაქტირება]

  •  

გულწრფელობა ადვილია მაშინ, როცა სრული სიმართლის თქმას არ აპირებ.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.14


  •  

ვინც ბევრსა ფიქრობს იმაზე — სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ყოფნის, კეთილი იყოს.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.14


  •  

ბრძენნი ამბობენ, მოვა დრო და თქვენც ჩაქრებითო, — უთხრა ციცინათელამ ვარსკვლავებს.
ვარსკვლავებმა არაფერი უპასუხეს.
ვარსკვლავებს არ ეშინიათ, ციცინათელებად მიგვიჩნევენო.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.17


  •  

ყვავილთა ფურცლების წყვეტით ვერ მოიხვეჭ მათ სილამაზეს.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.17


  •  

წყალი ჭურჭელში გამჭირვალეა;
ზღვათა წყალი — განუჭვრეტელი.
მცირე ჭეშმარიტებას ნათელი სიტყვა ახლავს.
ჭეშმარიტებას უდიადესს — უსაზღვრო დუმილი.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.18


  •  

ღრუბლები ანიჭებენ მდინარეებს წყალთა სიუხვეს,
ხოლო თავად მთების იქით იმალებიან.

  ციტატის წყარო: „ბენგალია“, გამომცემლობა ნაკადული, გვ.18