ჰერმან მელვილი

ვიკიციტატიდან
ჰერმან მელვილი


ჰერმან მელვილი (ინგლ. Herman Melville; დ. 1 აგვისტო, 1819, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 28 სექტემბერი, 1891, იქვე) — ამერიკელი მწერალი. მსოფლიოში სახელგანთქმული რომანის — „მობი დიკი“ — ავტორი.

ციტატები[რედაქტირება]

მობი დიკი[რედაქტირება]

  •  

ის, ვინც არასოდეს დამარცხებულა, არასოდეს იქნება უდიდესი.

  ციტატის წყარო: ჰერმან მალვილი, „მობი დიკი“, Harper & Brothers, 1851, ლონდონი.

  •  

უბრალო ხალხი ბევრ რამეში უსწრებს თავის ბელადებს, მაგრამ ბელადებს ეს ფიქრადაც არ მოსდით.

  ციტატის წყარო: ჰერმან მალვილი, „მობი დიკი“, Harper & Brothers, 1851, ლონდონი.

  •  

დიახ, დიახ, წყალი და ფიქრი რომ საუკუნოდ განუყრელნი არიან, ეს ხომ ყველამ იცის.

  ციტატის წყარო: ჰერმან მალვილი, „მობი დიკი“, Harper & Brothers, 1851, ლონდონი.

  •  

გადახდის აქტი, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო უსიამოვნო სასჯელია, რომელიც ედემის ბაღის ორმა ქურდმა დაგვატეხა თავს, მაგრამ იმას რა სჯობს, როცა შენ გიხდიან?!

  ციტატის წყარო: ჰერმან მალვილი, „მობი დიკი“, Harper & Brothers, 1851, ლონდონი.

  •  

ჩემი აზრით, სულიერი მოვლენების განხილვისას ჩვენ ვემსგავსებით ლოკოკინებს, რომლებიც მზეს წყლის სიღრმიდან შეჰყურებენ და ეს ამღვრეული წყალი გამჭვირვალე ჰაერი ჰგონიათ. (ჩემი აზრით, ჩემი სხეული - ჩემი საუკეთესო ყოფიერების მხოლოდ დანალექია. სიმარლეს მოგახსენებთ, დაე, ვისაც უნდა, იმან წაიღოს ჩემი სხეული, ის მე არა ვარ. ამიტომ გაუმარჯოს და კიდევ გაუმარჯოს ველბოტის გახვრეტილ ფსკერს და გატეხილ თავის ქალას, რადგან სულს თვით იუპიტერიც ვერ გამიბზარავს.

  ციტატის წყარო: ჰერმან მალვილი, „მობი დიკი“, Harper & Brothers, 1851, ლონდონი.

  •  

ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია საკუთარი ინდივიდუალობის ბოლომდე შეცნობა, როცა თვალები დახუჭული აქვს, თითქოს სინათლე კი არა, სწორედ წყვდიადი - ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი სტიქია - იყოს უფრო მიმზიდველი ჩვენი მტვრადსაქცევი სხეულისათვის.

  ციტატის წყარო: ჰერმან მალვილი, „მობი დიკი“, Harper & Brothers, 1851, ლონდონი.