ალექსანდრე მაკედონელი
ვიკიციტატიდან
ალექსანდრე მესამე (გვიანი ივლისი, 356 ძვ.წ. – 10 ივნისი, 323 ძვ.წ) — მაკედონიის მმართველი; მან შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა საბერძნეთს, სპარსეთს, ეგვიპტეს და ა.შ. ; ის ალექსანდრე დიდის და ალექსანდრე მესამე მაკედონელის სახელითაა ცნობილი.
ციტატები [რედაქტირება]
- მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.
- მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან, მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე, ღირსი ბრძენთა გაოცებისა...
- არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური.
- იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით.
- მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.
- თუ მამაჩემმა ყველაფერი დაიპყრო, ჩვენ საომარს და საგმიროს ამ ქვეყანაზე არაფერს დაგვიტოვებს.
- გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს მოქმედებას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.