ანტონ ჩეხოვი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ჩეხოვი

ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვი (Anton Pavlovich Chekhov) (29 იანვარი,1860 – 15 ივლისი, 1904) - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მწერალი და დრამატურგი.


  • ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.


  • თუკი მარტოობის გეშინიათ, ვერ დაქორწინდებით.


  • კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ, იმით,რომ არ შეიმჩნევ ეს სხვას რომ დაემართება.
  • არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკუდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან.


  • კარგია იქ,სადაც ჩვენ არ ვართ. წარსულში ჩვენ აღარ ვართ და ის მშვენიერი გვეჩვენება.


  • სადაც ხელოვნება და ტალანტია, იქ უძლურია სიბერე, მარტოობა, ავადმყოფობა და ,გარკვეულწილად, თვით სიკვდილიც კი....


  • მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნივთი კარგია.


  • ის, ვინც გამუდმებით ცურავს ოკეანეში, შეყვარებულია ხმელეთზე.


  • ადამიანი, რომელსაც არაფერი სურს, არაფრის იმედია არ აქვს და არაფრის ეშინია, ვერასდროს გახდება ხელოვანი.


  • იკითხო, რა არის ცხოვრება, იგივეა, იკითხო, თუ რა არის სტაფილო. სტაფილო სტაფილოა და ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცით მასზე.


  • არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას.


  • ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა- საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისაგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან.


  • ვისაც არ შეუძლია, იყოს მოსიყვარულე, ვერასდროს გახდება მკაცრი.


  • იქნებ სწორედ ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ განვიცდით მხოლოდ მაშინ, როცა შეყვარებულები ვართ, წარმოადგენენ ნორმალურ მდგომარეობას. სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი.


  • თუ გსურთ მარტოობა, ცოლი შეირთეთ.


  • ექიმები ძალიან ჰგვანან ადვოკატებს. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადვოკატები მხოლოდ გძარცვავენ, მაშინ, როცა ექიმები გძარცვავენ და ,ამასთან ერთად, გკლავენ.


  • რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო უიღბლოა იგი.


პირადი ხელსაწყოები