ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტუან დე სენტ- ეგზიუპერი (Antoine de Saint Exupéry) ( 29 ივნისი, 1900— 31 ივლისი, 1944) - ცნობილი ფრანგი მწერალი და ავიატორი. მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობაა "პატარა უფლისწული".



  • მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან.


  • სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ.


  • გიყვარდეს- ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.


  • ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.


  • რკინის ლოგიკა დამღუპველია ჩვენი სულისათვის.


  • შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ.


  • მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ცხოვრებას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.


  • სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს.


  • სიცოცხლე- ესაა თანდათანობით დაბადება.


  • სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის.


  • ადამიანებს აღარა აქვთ შეცნობის დრო,ისინი ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ ვაჭრებთან, მაგრამ რადგან არ არსებობენ მეგობრებით მოვაჭრეები, ამიტომაც ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები.


  • პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.
პირადი ხელსაწყოები