ბერძნული ანდაზები
ვიკიციტატიდან
|
# ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
ა [რედაქტირება]
- ან ადრევე დაქორწინდი, ან ადრევე გახდი ბერი.
- ანაფორის ჩაცმით კაცი მღვდელი ვერ გახდება.
- აუშენე ოქროს ხიდი მტერს, რომელიც გტოვებს.
- აქლემი ვერასდროს ხედავს თავის კუზს.
- აღმართს დაღმართი მოსდევს.
ბ [რედაქტირება]
- ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს.
გ [რედაქტირება]
- გაბრაზებული ქალი იგივეა, რაც გაბრაზებული ზღვა.
- გიჟ მეგობარს ჭკვიანი მტერი სჯობს.
დ [რედაქტირება]
- დიდი თევზი პატარას ჭამს.
ე [რედაქტირება]
- ენას ძვალი არა აქვს.
- ერთი გუგული გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
- ერთი ხელი მეორეს ბანს, ორივე კი- პირს.
- ექიმები ყველაზე უფრო ცუდი პაციენტები არიან.
ვ [რედაქტირება]
- ვირმა მამალს უთხრა, რამხელა თავი გაქვსო.
- ვისაც ბევრი პილპილი აქვს, კომბოსტოსაც კი პილპილს აყრის.
- ვაშლი ვაშლის ხის ქვეშ ჩამოვარდება.
- ვინც ერთხელ მაინც დამწვარა ცხელი რძით, მაწონსაც კი სულს უბერავს ხოლმე.
- ვინც ეშმაკი იყიდა, გაყიდის კიდევაც მას.
ზ [რედაქტირება]
- ზედმეტად ბევრი აზრი ჩაძირავს ნავს.
- ზოგი ოცნებობს, ჰქონდეს წვერი, ხოლო ისინი, ვისაც აქვთ, იპარსავენ მას.
თ [რედაქტირება]
- თუ ცხვარი გინდა გახდე, იმისთვისაც მზად იყავი, რომ მგელი შეგჭმს.
- თუკი ფერხულში ებმები, მაშინ უნდა იცეკვო კიდეც.
ი [რედაქტირება]
- იაფ ხორცს ძაღლები ჭამენ.
კ [რედაქტირება]
- კატის არყოფნაში თაგვები ცეკვავენ.
მ [რედაქტირება]
- მთვრალი სიდედრი ყოველთვის ალერსიანია.
- მშიერი დათვი არ ცეკვავს.
- მხოლოდ ბავშვისა და გიჟისგან თუ გაიგებ სიმართლეს.
ნ [რედაქტირება]
- ნუ იმღერებ იმაზე უფრო მაღალ ნოტაზე, ვიდრე შეგიძლია.
პ [რედაქტირება]
- პაციენტი, რომელიც ექიმს მემკვიდრედ გამოაცხადებს, ვერასოდეს გამოჯანმრთელდება.
რ [რედაქტირება]
- რამდენიც გინდა, იმდენი აკაკუნე ყრუ კაცის კარზე.
- რამდენიც არ უნდა ბანო ზანგი, საპონს ტყუილად დახარჯავ.
- როგორც კი კარში სიღარიბე შემოაბიჯებს, სიყვარული ფანჯრიდან იპარება.
- როცა კაცი იხრჩობა, საკუთარ თმასაც კი მოეჭიდება.
- როცა შენ აკეთებ იმას, რისი ძალაც შეგწევს, აკეთებ იმას რაც გევალება.
ს [რედაქტირება]
- სადაც ბევრი მკვდარია, სიკვდილის შიშიც ქრება.
- სიზარმაცე ახალგაზრდისათვის სიბერის დასაწყისია.
- სიზარმაცე ბოროტების დედაა.
- სიყვარულსა და ხველას ვერ დამალავ.
- სოფელი იწვოდა და სოფლის მეძავი თმას იბანდაო.
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
უ [რედაქტირება]
- უძაღლო სოფელში კატები ყეფდნენო.
- უწიგნური ადამიანი გასაშალაშინებელი ხის მორივითაა.
ფ [რედაქტირება]
- ფეხშიშველმა კაცმა ცალფეხა კაცი დაინახა და გულზე მოეშვა.
ყ [რედაქტირება]
- ყველა მოახერხებს გადაახტეს ხეს, თუკი ეს ხე უკვე წაქცეულია.
- ყველაზე უარესი ის ყრუა, რომელსაც არც უნდა, რომ გაიგოს.
შ [რედაქტირება]
- შვილი და ძაღლი ისევე მოიქცევიან, როგორც შენ ასწავლი.
ც [რედაქტირება]
- ცუდი ძაღლი ძნელად კვდება.
ძ [რედაქტირება]
- ძველი მტერი ვერ გახდება ახალი მეგობარი.
- ძუნწ ქალთან ერთად ცხოვრებას ეშმაკთან ცხოვრება სჯობს.
ჭ [რედაქტირება]
- ჭკვიანი ბავშვები მანამდე იმზადებენ საჭმელს, სანამ მოშივდებათ.