დენი დიდრო
ვიკიციტატიდან
დენი დიდრო (ფრანგ. Denis Diderot) (5 ოქტომბერი 1713 - 31 ივლისი 1784) ერთერთი ფრანგი განმანათლებელი, მწერალი, ფილოსოფოსი და ენციკლოპედისტი.
- წაართვით ქრისტიანს ჯოჯოხეთის შიში და მას წაართმევთ რწმენას.
- სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც აქვს და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.
- გოლიათებში ქონდრისკაცობას ესწრაფე, ქონდრისკაცებში- გოლიათობას, მაგრამ თანასწორებთან თანასწორი იყავი.
- პირველი ნაბიჯი ფილოსოფიისკენ იყო უნდობლობა.
- ამქვეყნად რომ ყველაფერი მშვენიერი ყოფილიყო, მაშინ მშვენიერი არაფერი იქნებოდა.
- ფილოსოფოსები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს სასულიერო პირებზე, სასულიერო პირები ლაპარაკობენ ბევრ ცუდს ფილოსოფოსებზე, მაგრამ ფილოსოფოსებს არასოდეს მოუკლავთ სასულიერო პირი, ხოლო სასულიერო პირებს მოკლული ყავთ არაერთი ფილოსოფოსი.
- როცა ქალზე ლაპარაკი გსურს , კალამი ცისარტყელაში ამოავლე და ზედ პეპელას ფრთები დააბერტყე!