ვაჟა-ფშაველა

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, დ. 14 ივლისი, 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― გ. 17 ივლისი, 1915, თბილისი), ქართველი პოეტი.


  • ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება -- მოვლენათა მიზეზების ძიებაა.

ლიტ.ფიქრები. ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები, შემდგენელი მ.მთვარელიძე. თბილისი, 1988.


  • ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.

ლიტ.ზოგი რამ ფიქრებიდან. ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები, შემდგენელი მ.მთვარელიძე. თბილისი, 1988.


  • ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე არ კარგიაო, იმასა.

ლიტ.ზოგი რამ ფიქრებიდან. ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები, შემდგენელი მ.მთვარელიძე. თბილისი, 1988.

  • აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა.

ლიტ.წერილები მეგობართან. ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები, შემდგენელი მ.მთვარელიძე. თბილისი, 1988.


  • ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.

ლიტ.ხმელი წიფელი. ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები, შემდგენელი მ.მთვარელიძე. თბილისი, 1988.


  • მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას.
[საჭიროებს წყაროს მითითებას]
  • განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ზოგჯერ ათასთა ცოცხალთა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია!
[საჭიროებს წყაროს მითითებას]
  • ყვავილი ყვავილთან ჰყვავის.
[საჭიროებს წყაროს მითითებას]
  • სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება.
[საჭიროებს წყაროს მითითებას]
  • თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.

ლიტ.გველის მჭამელი.ვაჟა-ფშაველას აფორიზმები და გამონათქვამები,შემდგენელი მ.მთვარელიძე.თბილისი, 1988.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები