ვიკიციტატა:ადმინისტრატორების არჩევნები

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
WikiLettreMini.svg

აქ იმართება მომხმარებლების ადმინისტრატორად არჩევნები და დაკავშირებული განხილვები


ვიკისაზოგადოება ადმინისტრატორის სტატუსს ანიჭებს ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ ვიკიციტატის კანონებს. ნომინანტებს ვიკიციტატაში საკმაო ისტორია უნდა ჰქონდეთ, რათა მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ მათ თვისებებს. ადმინისტრატორები ეთიკის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი აღიქმებიან როგორც ვიკიპედიის „ოფიციალური სახე“. ადმინისტრატორები უნდა იყვნენ თავაზიანები, კეთილგანწყობილნი და სხვებთან ურთიერთობისას მომთმენნი. ადმინისტრატორობა დამატებითი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მათთვის არსებობს ასევე ცალკე კანონები. ადმინისტრატორის ქმედება შეუცვლელი არ არის და არსებობს ცალკე პროცესი, რომელიც ადმინისტრაციული უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტებს იხილავს.
Wikiquote-logo.svg

გადაწყვეტილების მიღება


ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს ვიკიციტატაში უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის კანდიდატურა. საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაც დაშვებულია. ნომინაცია შვიდი დღის განმავლობაში რჩება აქტიური ამ გვერდზე, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს სწერენ, უსვამენ კითხვებს კანდიდატებს და მისთ. პერიოდის დასასრულს ბიუროკრატი, რომელსაც ადმინისტრატორის გააქტიურება ეხება, განიხილავს დისკუსიას რათა დარწმუნდეს, რომ არსებობს საერთო კონსენსუსი წამოყენებული კანდიდატურის შესახებ.
რაოდენობა მომხმარებლების, რომლებიც მხარს უჭერენ, წინააღმდეგი არიან ან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი კონსენსუსის დასადგენად, თუმცა კანდიდატს წარმატებისთვის მომხმარებელთა მინიმუმ 75%-ის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების პერიოდში გამოთქმულმა მოსაზრებებმა და არგუმენტებმა შესაძლოა მონაწილეებს კანდიდატის შესახებ აზრი შეაცვლევინოს. ბიუროკრატს ასევე დამატებითი უფლება აქვს გადაწყვიტოს, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის კანდიდატი ადმინისტრატორად.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიუროკრატებმა შესაძლოა გაახანგრძლივონ არჩევნების პერიოდი თუ ამით კონსენსუსი უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუ კანდიდატი პირველ არჩევნებში ვერ გავიდა, გთხოვთ მოიცადოთ გარკვეული პერიოდი (სასურველია სამი თვე), სანამ ხელმეორედ წამოაყენებდეთ თქვენს კანდიდატურას.
Nuvola filesystems desktop.png

როგორ შეიძლება გავხდე ადმინისტრატორი?


  • კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 3 თვის წინ.
  • კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია და მინიმუმ 1000 რედაქტირება უნდა ჰქონდეს.
  • კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა.
Nuvola apps korganizer.png

კენჭისყრაში მონაწილეთა უფლებები


  • კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ (ვირტუალების თავიდან ასაცილებლად). იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე (ისევ ვირტუალებისგან დასაცავად).
  • კენჭის ყრისას მომხმარებელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს Symbol support vote.svg (მომხრე)-თი, Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური)-თ, ან Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი)-თ. სასურველია ამის მიზეზიც მიუწეროს. ხმების დათვლისას Symbol neutral vote.svg (ნეიტრალური) არ მიიღება მხედველობაში.
  • საკუთარი თავისთვის მიცემული ხმები არ ითვლება.
  • მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახელით შეუძლია ხმა მისცეს. ეს „Checkuser“-მა (ჯერჯერბით ქართულ ვიკიციტატაში არა გვყავს) უნდა შეამოწმოს.
  • დაუშვებელია აგრესიის და მუქარის გამოყენება.
  • კენჭის ყრისას „თავის შეკავება“ არაა მიზანშეწონილი.

[რედაქტირება] მიმდინარე არჩევნები

ამჟამად ვიკიციტატაში არჩევნები არ მიმდინარეობს!

[რედაქტირება] 23.12.2008

Nuvola apps kcmpartitions.png
მიმდინარე გამოკითხვა ამ საკითხზე ამჟამად დახურულია.
გთხოვთ ნუ შეიტანთ ცვლილებებს.
შემდგომი მოსაზრებები/კომენტარი უნდა გაკეთდეს ახალ სექციაში.

შედეგი: საცდელი ვადით (3 თვე) ადმინისტრატორად არჩეულია Rastrelli F


პატივცემულო ვიკიციტატელებო, გთხოვთ კენჭი ვუყაროთ Rastrelli Fს ადმინისტრატორის პოსტზე.

  • Symbol support vote.svg (მომხრე) --Trulala 10:04, 23 დეკემბერი 2008 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - როდესაც მის მუშაობას ვიკიპედიაში ვადევნებ თვალს - ვიკიციტატაში მისი დიდი იმედი მაქვს.--ცანგალა 10:20, 23 დეკემბერი 2008 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - Dato deutschland 15:20, 23 დეკემბერი 2008 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - Strong support. This user has been active in Georgian Wikipedia for over 18 months, has written many comprehensive articles, and contributed extensively in technical and admin matters. - Alsandro (T) 16:50, 23 დეკემბერი 2008 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - :) - მერო    Crystal kate green.png 17:41, 23 დეკემბერი 2008 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე)--ოთარი () 18:21, 23 დეკემბერი 2008 (UTC)

[რედაქტირება] არქივი

პირადი ხელსაწყოები