კარლ ფონ კლაუზევიცი
კარლ ფონ კლაუზევიცი (გერმან. Carl Philipp Gottlieb von Clausewitz), (დ. 1 ივნისი, 1780, მაგდებურგი — გ. 16 ნოემბერი, 1831, ვროცლავი) — პრუსიელი გენერალი და სამხედრო თეორეტიკოსი.
ციტატები
[რედაქტირება]ომი პოლიტიკის გაგრძელება განსხვავებული საშუალებებით. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი არასოდეს არ არის იზოლირებული აქტი. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომის თავდაცვითი ფორმა თავისთავად უფრო ძლიერია, ვიდრე თავდასხმითი |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
როდესაც აბსოლუტური უპირატესობის მოპოვება შეუძლებელია, თქვენ უნდა მიაღწიოთ ფარდობით უპირატესობას გადამწყვეტ წერტილებში იმის გონივრული გამოყენებით, რაც გაქვთ |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ემპირიულ მეცნიერებებში საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ისტორიული მაგალითებია. ომის მეცნიერებაში ეს ორმაგად ასეა. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
გამარჯვების მოსაპოვებლად მტერს პირდაპირ გულში უნდა დაარტყა. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი არის ძალადობის გამოყენების უკიდურესი ფორმა. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომში ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ყველაზე მარტივი ქმედების სისრულეში მოყვანაც კი რთულია. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომსა და ვარჯიშს შორის ის განსხვავებაა, რომ ვარჯიშისას, საქმე უსულო არსებებთან გვაქვს, ომის დროს კი ძალისხმევა ცოცხალ ადამიანებზეა მიმართული, რომლებიც რეაგირებენ და ის ინტელექტი, რომელიც საჭიროა ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ომში უადგილოა. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი არის ძალადობის აქტი და მის გამოყენებას არა აქვს საზღვარი. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი მარტივი და გასაგებია საერთო ადამიანური გონებისთვის, მაგრამ ბრძოლა ძნელია. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ნებისმიერი ომის მიზანი არის მშვიდობა, რომელიც ხელსაყრელია გამარჯვებული მხარესთვის. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
არ უნდა ებრძოლო ერთსა და იმავე მტერს დიდ ხანს, თორემ შენ მას ყველა შენს საბრძოლო ხერხს ასწავლი. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ტაქტიკა გვასწავლის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ბრძოლაში; სტრატეგია, ბრძოლის გამოყენებას ომის მიზნებისათვის. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომებს სხვადასხა ეპოქაში დამოუკიდებელი ფორმა და პირობები აქვთ, შესაბამისად, თითოეულ ეპოქას თავისი დამოუკიდებელი ომის თეორია უნდა ჰქონდეს. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი ეს არის ძალადობის აქტი, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის იძულება, შეასრულოს ჩვენი ნება. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი შემთხვევითობათა არეა. შემთხვევითობაზე აწყობილ ვითარებათა შორის ორიენტაცია საკმაოდ რთულია და ხშირად, წარმატება-წარუმატებლობა ინტუიციასა და მის მიერ ნაკარნახევი სვლების სწრაფად რეალიზაციის უნარზეა დამოკიდებული. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
იმარჯვებს ხასიათი, იმიტომ რომ გამარჯვება ეს არაა ის, რასაც იარაღი იძლევა. გამარჯვებაა ის, რასაც ადამიანი მოიპოვებს. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
თუ უშვებ, რომ შეიძლება დამარცხდე აუცილებლად დამარცხდები. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი ქამელეონივით იცვლის ფორმას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ნებისმიერი თეორიის უმთავრესი დანიშნულებაა ნათელი მოფინოს ბურუსითა და გაურკვევლობით მოცულ იდეებსა და კონცეფციებს. სანამ ეს ცნებები და იდეები არ იქნება სათანადოდ განმარტებული, მანამდე რთულია დასმული შეკითხვების ნათლად გააზრება და მკითხველსაც გაუჭირდება გაიაზროს ვინმეს ხედვები. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
თითოეულ ეპოქას თავისი ომები გააჩნია, საკუთარი შემზღუდველი გარემოებები, თავისი საკუთარი სირთულეები. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ადამიანთა ერთი ნაწილის გმირობა ყოველთვის სხვათა დაუდევრობის, მხდალობის ან უცოდინარობის შედეგია. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
კარგი გეგმის მტერი, საუკეთესო გეგმაზე ფიქრია. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
სტრატეგიული შეცდომების კონპენსირება შეუძლებელია ტაქტიკური წარმატებებით. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
სიმამაცე, რომელსაც ბრწყინვალე ინტელექტი მართავს, გმირობის ნიშანია. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
მტერზე იერიში იმ დროს მიიტანე, როდესაც ჰგონია, რომ უკვე გაიმარჯვა და თავს იმ ადგილას დაესხი, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელის. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
უკეთესია იმოქმედო სწრაფად და შეცდომა დაუშვა, ვიდრე იყოყმანო იქამდე სანამ მოქმედების დრო საერთოდ ჩაივლის. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
დამპყრობელი ყოველთვის მშვიდობისმოყვარეა, მას ურჩევნია ისე დაიპყროს ქვეყანა რომ წინააღმდეგობას არ შეხვდეს. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
სახელწმიფო მოღვაწე, რომელიც ხედავს ომის გარდაუვლობას და ვერ იღებს გადაწყვეტილებას, პირველი დაარტყას, არის დამნაშავე მისი ქვეყნის წინაშე. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ომი არის კონკურენციის განუყოფელი ნაწილი |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლის დაწყების დროს წარმოჩინდეთ, როგორც თავდასხმის მსხვერპად და არა აგრესორად. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი არ უნდა დაიწყო თუ არ იცი რას მიაღწევ მისი მეშვეობით. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
ომი, ეს დუელია, მაგრამ გლობალური მაშტაბით. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
უმნიშვნელოვანესი, უმთავრესი და შედეგზე ეფექტის მქონე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მეთაურმა, არის საწარმოებელი ომის ფორმა. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
როდესაც აბსოლუტური უპირატესობის მოპოვება შეუძლებელია, თქვენ უნდა მიაღწიოთ ფარდობით უპირატესობას გადამწყვეტ წერტილებში იმის გონივრული გამოყენებით, რაც გაქვთ. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
სახელმწიფო მოხელე, რომელიც ხედავს, რომ ომი გარდაუვალია და ვერ ბედავს პირველმა შეუტიოს მოწინააღმდეგეს, დამნაშავეა თავისი ერის წინაშე. |
ციტატის წყარო: „ომის შესახებ“
კარგი მექანიკოსი ისაა, ვინც რთული მანქანის გამართულობაზე ზრუნვისას მარტო საჭირო დეტალების ადგილზე ყოფნით არ კმაყოფილდება. ის თითოეულ კონსტრუქციას მოქმედებაში უნდა ამოწმებდეს. განა მოიძებნება რაიმე მანქანა, რომელიც, თავისი სირთულით, სამხედრო მანქანას შეედრება? |
ციტატის წყარო: „1806 წელი“