კარლ ფონ კლაუზევიცი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
CarlvonClausewitz.jpg

კარლ ფონ კლაუზევიცი (გერმან. Carl von Clausewitz), (დ. მაგდებურგი 1780, 1 ივნისი - 16 ნოემბერი 1831 ვროცლავი) პრუსიელი გენერალი და სამხედრო თეორეტიკოსი.

[რედაქტირება] ციტატები

  • ომი პოლიტიკის გაგრძელება განსხვავებული საშუალებებით.
  • ომი არასოდეს არ არის იზოლირებული აქტი.
  • ემპირიულ მეცნიერებებში საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ისტორიული მაგალითებია. ომის მეცნიერებაში ეს ორმაგად ასეა.
  • გამარჯვების მოსაპოვებლად მტერს პირდაპირ გულში უნდა დაარტყა.
  • ომი არის ძალადობის გამოყენების უკიდურესი ფორმა.
  • ომში ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა ყველაზე მარტივი ქმედების სისრულეში მოყვანაც კი რთულია.
  • ომსა და ვარჯიშს შორის ის განსხვავებაა, რომ ვარჯიშისას, საქმე უსულო არსებებთან გვაქვს, ომის დროს კი ძალისხმევა ცოცხალ ადამიანებზეა მიმართული, რომლებიც რეაგირებენ და ის ინტელექტი, რომელიც საჭიროა ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ომში უადგილოა.
  • ომი არის ძალადობის აქტი და მის გამოყენებას არა აქვს საზღვარი.
  • ომი მარტივი და გასაგებია საერთო ადამიანური გონებისთვის, მაგრამ ბრძოლა ძნელია.
  • ნებისმიერი ომის მიზანი არის მშვიდობა, რომელიც ხელსაყრელია გამარჯვებული მხარესთვის.
  • არ უნდა ებრძოლო ერთსა და იმავე მტერს დიდ ხანს, თორემ შენ მას ყველა შენს საბრძოლო ხერხს ასწავლი.
  • ტაქტიკა გვასწავლის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ბრძოლაში; სტრატეგია, ბრძოლის გამოყენებას ომის მიზნებისათვის.
  • ომებს სხვადასხა ეპოქაში დამოუკიდებელი ფორმა და პირობები აქვთ, შესაბამისად, თითოეულ ეპოქას თავისი დამოუკიდებელი ომის თეორია უნდა ჰქონდეს.
  • ომი ეს არის ძალადობის აქტი, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის იძულება, შეასრულოს ჩვენი ნება.
  • ომი შემთხვევითობათა არეა. შემთხვევითობაზე აწყობილ ვითარებათა შორის ორიენტაცია საკმაოდ რთულია და ხშირად, წარმატება-წარუმატებლობა ინტუიციასა და მის მიერ ნაკარნახევი სვლების სწრაფად რეალიზაციის უნარზეა დამოკიდებული.
  • იმარჯვებს ხასიათი, იმიტომ რომ გამარჯვება ეს არაა ის, რასაც იარაღი იძლევა. გამარჯვებაა ის, რასაც ადამიანი მოიპოვებს.
  • თუ უშვებ, რომ შეიძლება დამარცხდე აუცილებლად დამარცხდები.

ლიტ.კარლ ფონ კლაუზევიცი ომის შესახებ 1832.

[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა

  • კარლ ფონ კლაუზევიცი - „ომის შესახებ“;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ვიციტატის ბმულები
ხელსაწყოები
სხვა ენებზე