კოკო შანელი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ ბონე "კოკო" შანელი (Gabrielle Bonheur "Coco" Chanel) ( 19 აგვისტო, 1883 - 10 იანვარი, 1971 ) - ცნობილი ფრანგი დიზაინერი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიო მოდის ისტორიაში.


  • 20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.


  • მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.


  • ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.


  • ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.


  • შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.


  • მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.


  • მოდა მიდის, სტილი რჩება.


  • ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.


  • მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.


  • იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.


  • თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.


  • ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.


  • არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.


  • მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.


  • იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.


  • თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.


  • მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.


  • არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.


  • როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ.


  • ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს.


  • დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.


პირადი ხელსაწყოები