ლევ ტოლსტოი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ  ტოლსტოი
ლევ ტოლსტოი

ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი (რუს. Лев Николаевич Толстой) (* 28 აგვისტო/9 სექტემბერი, 1828, სოფ. იასნაია-პოლიანა― † 7 ნოემბერი/ 20 ნოემბერი, 1910, რკინიგზის სადგური ასტაპოვო, ახლანდელი სადგური ლევ-ტოლსტოი, ლიპეცკის ოლქი, დაკრძალულია იასნაია-პოლიანაში), რუსი მწერალი.


  • თუ გინდა იყო ბედნიერი- იყავი!


  • ქალ-ვაჟის სიყვარულში მუდამ არის ერთი ისეთი წუთი, როცა მათი სიყვარული აღწევს უმაღლეს წერტილს და როცა შიგ არ არის არც რა წინასწარ მოფიქრებული, არც დაგეგმილი და არც არანაირი ვნებითი განცდა.


  • სიმამაცეზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე- გაიძვერები.


  • რა გამანადგურებეი, რა შეუბრალებელი არსებაა ადამიანი. რამდენი სხვადასხვა ცოცხალი არსება და მცენარე მოსპო თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად!


  • მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.


  • იმის თქმა, რომ ერთი ადამიანი სიკვდილამდე გეყვარება იგივეა, რომ თქვა რომ ერთი სანთელი მანამ არ ჩაქრება, სანამ ცოცხალი ხარ.


  • არ იფიქრო, თითქოს სიბრძნე მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანების თვისება იყოს, სიბრძნე ყველა ადამიანს სჭირდება და ამიტომ ყველასათვის არის დამახასიათებელი. სიბრძნე ის არის, რომ იცოდე შენი დანიშნულება და მისი აღსრულების საშუალება.


  • კარგი გრძნობაა,გრცხვენოდეს ადამიანების,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს.


  • მამაკაცთა უმრავლესობა თავიანთი ცოლებისგან მოითხოვენ ისეთ ღირებულებებს, რისი ღირსნიც თვითონ არ არიან...


  • მოერიდე ყოველგვარ ხარჯს, რომელსაც პატივმოყვარეობის გამო სწევ.


  • ნიცშე არანორმალურია და ,ამასთანავე, სულელი.
პირადი ხელსაწყოები