მერილინ მონრო

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერილინ მონრო

მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.


  •  

მე ეგოისტი, მოუთმენელი და ოდნავ დაუცველი ადამიანი ვარ. ვუშვებ შეცდომებს და ხშირად გამოვდივარ მდგომარეობიდან და თუ არ შეგიძლია გაუმკლავდე ჩემს ცუდ თვისებებს, მერწმუნე, რომ საუკეთესოსაც არ იმსახურებ.

 

I'm selfish, impatient and a little insecure. I make mistakes, I am out of control and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

მე მჯერა, რომ ყოველივე მომხდარს თავისი მიზეზი აქვს. ხალხი იცვლება და ამიტომაც უნდა შეგეძლოს მათგან წასვლა, მოვლენებიც იხრება უარესობისკენ და უნდა შესძლო ამის შეფასება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ყველაფერი კარგადაა, შენ ადვილად იჯერებ ტყუილს, როდესაც ის შენს სასიკეთოდაა მომართული, მაგრამ ამასთანავე უნდა შეიქმნა რწმენა იმისა, რომ განსაკუთრებულ სიტუაციებში არავის ენდო, საკუთარი თავის გარდა.

 

I believe that everything happens for a reason. People change so that you can learn to let go, things go wrong so that you appreciate them when they're right, you believe lies so you eventually learn to trust no one but yourself.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

უმჯობესია იყო უბედური მარტოობისას, ვიდრე უბედური ვინმესთან ერთად.

 

It's better to be unhappy alone than unhappy with someone - so far.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ძაღლები არასდროს მკბენენ. ამას სჩადიან მხოლოდ ადამიანები.

 

Dogs never bite me. Just humans.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

არ ვიცი ვინ გამოიგონა მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი, მაგრამ ყველა ქალი მის წინაშე ვალში ვართ.

 

I don't know who invented high heels, but all women owe him a lot.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და მეც გამაჩნია გრძნობები. ყველაფერს, რასაც კი ვისურვებდი, არის ის, რომ შევძლო საკუთარი თავისა და ნიჭის სიყვარული.

 

I have feelings too. I am still human. All I want is to be loved, for myself and for my talent.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

კარიერა მშვენიერია, მაგრამ ის ვერ გაგათბობს ზამთრის სუსხიან ღამეს.

 

A career is wonderful, but you can't curl up with it on a cold night.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ჰოლივუდი ადგილია, სადაც კოცნისთვის გიხდიან ათასობით დოლარს, ხოლო სულისთვის კი მხოლოდ ორმოცდაათ ცენტს.

 

Hollywood is a place where they'll pay you a thousand dollars for a kiss and fifty cents for your soul.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

სექსი ნაწილია ბუნების და მე მივყვები მას.

 

Sex is a part of nature. I go along with nature.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

საკუთარ თავს მაშინ ვანახლებ, როდესაც მარტო ვარ.

 

I restore myself when I'm alone.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ვიცოდი, რომ ვეკუთვნოდი საზოგადოებისა და მსოფლიოს, არა იმიტომ, რომ მე ნიჭიერი ან თუნდაც ლამაზი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ მე არასოდეს ვეკუთვნოდი რამეს ან ვინმეს.

 

I knew I belonged to the public and to the world, not because I was talented or even beautiful, but because I had never belonged to anything or anyone else.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ზედმეტად ბევრი ფანტაზია მაქვს იმისთვის, რომ დიასახლისი ვიყო.

 

I have too many fantasies to be a housewife. I guess I am a fantasy.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

სექ-სიმბოლო ხდება საგანი, მე კი არასოდეს მინდოდა ვყოფილივი საგანი.

 

A sex symbol becomes a thing. I just hate to be a thing.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

არ მსურს, რომ ვაკეთო ფული, მსურს რომ ვიყო მშვენიერი.

 

I don't want to make money, I just want to be wonderful.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

არასდროს ისეთი არავინ გამიგდია ჩემი ცხოვრებიდან, რომლისაც მწამდა.

 

I've never dropped anyone I believed in.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ალბათ გულის სიღრმეში ყოველთვის მეშინოდა გავმხდარიყავი ვინმეს ცოლი, რადგან ცხოვრებამ მაჩვენა, რომ არავის შეუძლია უყვარდეს ვინმე ნამდვილად და სამუდამოდ.

 

I guess I have always been deeply terrified to really be someone's wife since I know from life one cannot love another, ever, really.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ღმერთმა სხეული გვიბოძა არა იმიტომ, რომ სრულად დავფაროდ ის, არამედ იმიტომ, რომ თვალსაჩინო გავხადოთ

 

The body is meant to be seen, not all covered up.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

პირველ რიგში ჩემს თავს ვარწმუნებ, რომ ადამიანი ვარ, შემდეგ უკვე ვცდილობ დავაჯერო, რომ მსახიობიც ვარ.

 

First, I'm trying to prove to myself that I'm a person. Then maybe I'll convince myself that I'm an actress.

  ციტატის წყარო: Fragments
  •  

ოცნება მსახიობობაზე ბევრად სჯობს მსახიობად ყოფნას.

 

Dreaming about being an actress, is more exciting then being one.

  ციტატის წყარო: Fragments


  •  

მე არასოდეს მომიტყუებია ვინმე. ისინი საკუთარ თავს იტყუებდნენ და უყვარდათ ის, ვინც მე არასოდეს ვყოფილვარ.


  •  

წინააღმდეგი არ ვარ ვიცხოვრო მამაკაცთან, თუ მასში ქალი ვიქნები.


  •  

ქალს, რომელიც თავის სწორ მამაკაცს ეძებს ამბიციურობა აკლია.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
მერილინ მონრო