ონორე დე ბალზაკი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონორე დე ბალზაკი

ონორე დე ბალზაკი (1799-1850) დიდი ფრანგი მწერალი, რეალისტი. მთელი მისი ცხოვრება იყო ბრძოლა სიმართლისათვის, სრულყოფისათვის, ლუკმაპურისათვის.

გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.297


  • არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.
  • ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.
  • სიმართლე მწარე წამალია-არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!
  • ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია.
  • თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს.
  • გააფთრებით სძულთ ქალებს ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს სიყვარულზე იმ წუთში, როცა მათ ნებავდათ.
  • ყოველი დიდი წარმატების უკან დანაშაული იმალება.
  • იქნებ ვერაფერს მიაღწევს კაცი, სანამ გულის ყველაზე სათუთ ადგილებზე კოჟრები არ გაუჩნდება.
  • პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.
  • გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს.
  • სიყვარული ერთადერთი გზაა,რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.
  • დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება.
  • ყოველი ძალაუფლება მუდმივ შეთქმულებას წარმოადგენს.
  • იდეების გაუვნებელყოფა მხოლოდ იდეებით შეიძლება.
  • ოცნება სინამდვილეს ფანტაზიის მოჩვენებად აქცვს.
  • გენიოსები წინ უსწრებენ საუკუნეებს, მაშინ როცა ტალანტები წინ უსწრებენ მხოლოდ წლებს.
აფორიზმების ენციკლოპედია, გივი გ. კალანდაძე, „ოაზისი“, 2006.
  • სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს – კარგსაც და ცუდსაც, წვრილმანი საქციელით იკმაყოფილებენ.
ჟურ. თბილისელები; 4 – 10 ივლისი, 2011; N27 – გვ. 92.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ვიციტატის ბმულები
ხელსაწყოები
სხვა ენებზე