ოტო ფონ ბისმარკი
ვიკიციტატიდან
პრინცი ოტო ედუარდ ფონ ბისმარკი (1 აპრილი, 1815 - 30 ივლისი, 1898) - გერმანელი არისტოკრატი და სახელმწიფო, მოღვაწე პრუსიის პრემიერ-მინისტრი (1862- 1890) და გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 ) , მეტსახელად "რკინის კანცლერი". გამოირჩოდა თავისი ოფიციალური განცხადებების ლაკონიურობით.
- რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.
- არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ.
- ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე.
- ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.
- როდესაც გსურს, გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე.
- თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები,გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.
- პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება.
- მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია.
- ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებასა ჰგავს- კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა.
- ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს .
- მოხუცი თაობის პრივილეგიაა, გააოცონ ახალგაზრდები იმით, რომ ჯერ კიდევ არ არიან მკვდრები.
- თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს.
- არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით.
- გაინტერესებთ პოლიტიკის წარმატების საიდუმლო? დადეთ ხელსაყრელი ხელშეკრულება რუსეთთან.
- ვერ გაანადგურებ პოლონელებს, მაგრამ თუკი მისცემ ძალაუფლებას , თავადვე დაიღუპავენ თავს.
- ყოველთვის, როცა სხვა სახელმწიფოსგან სურდათ ის, რის თხოვნასაც თავიანთი სახელით ვერ ბედავდნენ, პირზე ეკერათ სიტყვა "ევროპა".
- იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები.
- ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აარჩია პროფესია.
- გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ.
- ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი.
- სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები - სხვების შეცდომებზე.
- სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით.
- კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის.
- თქვენი აფრიკის რუკა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის რუკა ევროპაშია. აქ არის რუსეთი და... საფრანგეთი, ხოლო ჩვენ ვართ მათ შორის- აი, ეს არის ჩემი აფრიკის რუკა.
- ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო.


