ოშო

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბჰაგვან შრი რაჯნიში

ოშო, (ნამდვილი სახელი ბჰაგვან შრი რაჯნიში, रजनीश चन्द्र मोहन जैन), (დ. 11 დეკემბერი, 1931, მადჰია-პრადეში, ინდოეთი – გ. 19 იანვარი, 1990, მაჰარაშტრა, ინდოეთი), ინდოელი სულიერი მასწავლებელი(გურუ) და ფილოსოფოსი.

  •  

სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოსდაბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი - მოკვდით.


  •  

ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.


  •  

რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.


  •  

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე.


  •  

გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.


  •  

აღმოჩენის გასაკეთებლად აგრესიული გონებაა საჭირო.


  •  

აი რა არის ცოდნის არსი: ჩვენ ვგებულობთ და ის, რასაც ვგებულობთ იდუმალებას კარგავს.


  •  

როდესაც ადამიანი ტრანფორმაციას განიცდის, იგი საკუთარი თავის მამა ხდება.


  •  

ფიქრები ეს ყველაზე ზედაპირული ნაწილია თქვენი არსების. თქვენ უნდა შეაღწიოთ მის მიღმა.


  •  

რაც უფრო ინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო ხანმოკლეა მისი სიყვარული.


  •  

ბიანესი საზიზღარი და აუცილებელი ბოროტებაა სამყაროში.


  •  

იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.


  •  

ქორწინების იდეა უნდობლობაა.


  •  

დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს.




Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ოშო
მოძიებულია „http://ka.wikiquote.org/w/index.php?title=ოშო&oldid=24462“-დან