ჟან-ჟაკ რუსო
ჟან ჟაკ რუსო (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau; დ. 28 ივნისი, 1712, ჟენევა — გ. 2 ივლისი, 1778, პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში.
ციტატები
[რედაქტირება]ჭეშმარიტი აღზრდა უფრო ვარჯიშით ხდება, ვიდრე წესებით. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
ათასი გზა მიდის დაბნეულობისაკენ, ხოლო ჭეშმარიტებას ერთი გზა აქვს. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
კითხვის ბოროტად გამოყენება კლავს მეცნიერებას. მეტისმეტი გატაცება კითხვით ზრდის მხოლოდ თავდაჯერებულ უმეცარს. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
თითქმის ყოველ საქმეში მთავარი სიძნელეა დაწყება. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
ახალგაზრდობა აი სიბრძნის დაგროვების ჟამი, სიბერე მისი გამოყენების ჟამია. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
კარგის ცოდნა უფრო საჭიროა, ვიდრე ბევრის ცოდნა. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა. |
ციტატის წყარო: ჟან-ჟაკ რუსოს გამონათქვამები
ძალაუფლება — ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა. |
თუ ბავშვში სიცელქეს ჩაკლავთ, მისგან ბრძენს ვერ აღზრდით. |
ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან, ვიდრე - სრულიად უსწავლელი. |
შევწიროთ ჭეშმარიტება სიცოცხლეს. |
გიჟებს შორის ჭკვიანად ყოფნა, თავისთავად სიგიჟეა! (შეშლილების მსოფლიოში ჯანმრთელად ყოფნა, თავისთავად სიგიჟის ერთ-ერთი ნაირსახეობაა). |
სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ-ვიცითო. |
მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ მას დაელოდოს. |
კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს. |
ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი. |
ყველა გრძნობა სასარგებლოა, თუ ჩვენ მათ ვფლობთ და ცუდი - თუ ჩვენ მას ვემორჩილებით. |
თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს. |
სინდისი ხომ არასოდეს მოატყუებს ადამიანს, რომელიც გულწრფელად გამოელის მისგან რჩევა-დარიგებას. |
უკეთუ ნამდვილად გინებთ ადამიანად გახდომა, ისწავლეთ ლმობიერება. |
შესაძლოა, უსიყვარულოდაც ფლობდე სულმაღალთათვის დამახასიათებელ დიად გრძნობებს. |
ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ერთი მეცნიერება - ადამიანის მოვალეობათა მეცნიერება. |
სიამოვნებაზე მთლად ხელის აღებას, სჯობს ზომა იცოდეთ ყველაფერში. |
ადამიანებო, იყავით ადამიანურნი – ეს თქვენი პირველი მოვალეობაა! |
ფული, რომელსაც ფლობ, გაძლევს ძალას, რომ გახდე თავისუფალი, ხოლო ფული, რომელსაც კუდში სდევ, მონობის იარაღია. |
მოსაწყენი გაკვეთილები მხოლოდ იმისთვისაა, რომ ჩანერგო შენში სიძულვილი მასწავლებლის მიმართ, და მთელ სამასწავლებლოს მიმართ. |
მშვენიერია ის, რაც არ არის. |
განმარტოება ჩვენში ადამიანების სიყვარულს აღვიძებს, მათ მიმართ უდიდეს ინტერესს. |
ის, ვისაც არ შეუძლია გადაიტანოს ერთი განსაცდელი, განწირულია უამრავი განსაცდელისთვის. |
ნუ საუბრობ იმაზე თუ რამდენი იცხოვრე, ისაუბრე იმაზე, რისთვის იცხოვრე. |
როგორი მართალი ადამიანიც არ უნდა იყოს, თუ ის კათოლიკე პატრიარქია, უწევს ტყუილების თქმა. |
ჭკვიანი ადამიანი ეცლება გარემოებას წუთით ადრე, სანამ ის ზედმეტი გახდება. |
ზოგნი იმარხებიან ასი წლის ასაკში, ხოლო მოკვდნენ ჯერ კიდევ ბავშვობაში. |
თუ გინდა, საუკეთესო სასიყვარულო წერილი დაწერო - დაიწყე წერა ისე, რომ არ იცოდე, რა გინდოდა გეთქვა და დაასრულე წერილი ისე, რომ არ იცოდე, რა დაწერე. |
ერთი საათი მუშაობა ასწავლის, მთელი დღის მანძილზე ახსნილს. |
უმანკოება და საიდუმლო ერთად ვერ იარსებებენ დიდ ხანს. |
ჩემი საქმე სიმართლის თქმაა და არა მისი მტკიცება თქვენთვის. |
ღრმა სიყვარული თავდავიწყებას ნიშნავს. |
ადამიანი თავისუფალი დაიბადა და ირგვლივ მაინც ყველა ბორკილებშია. |
ყალბი ადამიანების მეგობრად ყოლა უფრო საშიშია, ვიდრე — მტრად. |