ჟან-ჟაკ რუსო
ვიკიციტატიდან
- ძალაუფლება - ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა.
- ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან,ვიდრე- სრულიად უსწავლელი.
- შევწიროთ ჭეშმარიტება სიცოცხლეს.
- Vitam empedere vero.
- გიჟებს შორის ჭკვიანად ყოფნა, თავისთავად სიგიჟეა! (შეშლილების მსოფლიოში ჯანმრთელად ყოფნა,თავისთავად სიგიჟის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.)
- სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ-ვიცითო.
- მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს.
- კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.
- ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო,ეს ნიშნავს,რომ მონაწილე ხარ მისი.
- ყველა გრძნობა სასარგებლოა, თუ ჩვენ მათ ვფლობთ და ცუდი- თუ ჩვენ ვემორჩილებით.
- თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის,მარტო იმითაც კი,რომ არსებობს.
- სინდისი ხომ არასოდეს მოატყუებს ადამიანს,რომელიც გულწრფელად გამოელის მისგან რჩევა-დარიგებას.
- უკეთუ ნამდვილად გინებთ ადამიანად გახდომა,ისწავლეთ ლმობიერება.
- შესაძლოა,უსიყვარულოდაც ფლობდე სულმაღალთათვის დამახასიათებელ დიად გრძნობებს.
- ბავშვებს უნდა შევასწავლოთ ერთი მეცნიერება - ადამიანის მოვალეობათა მეცნიერება.
- სიამოვნებაზე მთლად ხელის აღებას, სჯობს ზომა იცოდეთ ყველაფერში.