რომენ როლანი
ვიკიციტატიდან
რომენ როლანი(Romain Rolland) (1866–1944) - ფრანგი მწერალი, მუსიკათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. წერდა მიქელანჯელოზე, ბეთჰოვენზე, ტოლსტოიზე. მას "ევროპის ინტელიგენციის ვერგილიუსიც" კი უწოდეს.
- სიცოცხლის მთელი სიხარული - შემოქმედებაშია. ქმნიდე- ნიშნავს, მოკლა სიკვდილი...
- დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება.
- ჩემი აღსარება- ჩემი ეპოქის აღსარებაა.
- კამათში არ არსებობს არც უმაღლესი, არც უმდაბლესი,არც წოდება, არც სახელი, არის მხოლოდ ერთი -ჭეშმარიტება და მის წინაშე ყველა თანასწორია.
- ჭეშმარიტი მეცნიერებისა და ხელოვნების ნიმუში მოგება კი არ არის, არამედ მსხვერპლი.
- არაფერია ისე მიმზიდველი, როგორც ნებისყოფა, რომელიც ამარცხებს ურჩ სხეულს.
- და ბევრს ნუ წუწუნებენ უბედურები, რადგან კაცობრიობის რჩეული შვილები მათთან არიან!

