სალვადორ დალი
სალვადორ დალი — ესპანელი სიურრეალისტი მხატვარი.
ციტატები
[რედაქტირება]ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი. |
არ გიყვარდეს ქალი - დანაშაულია, გიყვარდეს - სასჯელი. |
ექვსი წლის ასაკში მე მსურდა ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი. |
სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ ოდნავაც არ გემუქრებათ. |
ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით. |
და მაინც, რაა ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლა, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს. |
მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები. |
პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. |
დიდი მადლობა ჩემს მტრებს. ისინი რომ არა, მე ვერ გავხდებოდი ის, რაც მე ახლა ვარ. |
თვითმკვლელები ყველაზე ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრავმის დაძლევა. |
თუ ითამაშებ გენიოსის როლს, გახდები გენია. |
წუხილით ვერთობი, ეს ჩემი დიდი ხნის ჩვევაა. |