სალვადორ დალი
ვიკიციტატიდან
სალვადორ დალი — ესპანელი სიურრეალისტი მხატვარი.
- ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი.
- ექვსი წლის ასაკში მე მსურდა,ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი,გავმხდარიყავი ნაპოლეონი.ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი.
- სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ ოდნავაც არ გემუქრებათ.
- ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.
- და მაინც, რაა ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლა, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.
- მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები.
- პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა.
- დიდი მადლობა ჩემს მტრებს.ისინი რომ არა, მე ვერ გავხდებოდი ის,რაც მე ახლა ვარ.
- თვითმკვლელები ყველაზე ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა.

