სერენ კიერკეგორი
ვიკიციტატიდან
სერენ ები კიერკეგორი (დ. 5 მაისი, 1813 - გ. 11 ნოემბერი, 1855) — დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, მიჩნეულია ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლად.
ციტატები [რედაქტირება]
- მმართებს, ვიპოვო ჭეშმარიტება, რომელიც მართებულია ჩემთვის, იდეა, რომლითაც მე ვიცოცხლებ და რომლისთვისაც მზად ვიქნები, მოვკვდე.
- არსებობის ყველაზე უფრო მტკივნეული ნაწილია მოგონებები ჩვენს მომავალზე, მომავალზე, რომელიც არასდროს დადგება.
- ღმერთი სიყვარულის გარეშე- ადამიანია.
- მე ასე მწამს: რაც უფრო მეტად იტანჯება ადამიანი, მით უფრო კარგი იუმორის გრძნობა აქვს მას.ჩვენ მხოლოდ უკიდურესი ტანჯვისას ვაფასებთ ჯეროვნად იუმორის მნიშვნელობას.
- ადამიანის გონების ვალია იმის გაგება, რომ ბევრი რამ არსებობს ისეთი, რასაც ვერ გაიგებს.
- სიმართლე ხაფანგივითაა: მას ვერ დაიჭერ,თუ თავად არ დაგიჭირა.
- რა უფრო რთულია, გამოაღვიძო ის, ვინც სთვლემს, თუ ის,ვისაც ჰგონია, რომ რომ მას უკვე ღვიძავს?
- ჩვენი ცხოვრება მისტერიაა,რომელშიც უნდა იცხოვრო და არა პრობლემა, რომელიც საჭიროებს მოგვარებას.
- მიმაკუთვნო ხალხის რომელიმე კატეგორიას, ეს ჩემი პიროვნების უარყოფაა.
- თუ მე გავრისკე და დავმარცხდი, არაფერია, ცხოვრება დამეხმარება მისივე დარტყმის გადატანაში. მაგრამ მაშინ ვინ-ღა დამეხმარება, თუ მე არასდროს გავრისკავ, ვინ ?
- როცა ბოლომდე შეაბიჯებ სიყვარულის სამეფოში, სამყარო,მიუხედავად მისი არასრულფასოვნებისა, ხდება საუცხოოდ მშვენიერი და შედგება მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობებისაგან.
- ბგერა შეაღწევს იქ, სადაც ვერ შეაღწევს მზის სხივი.(მოცარტთან დაკავშირებით)
- ყოველივე განისაზღვრება ყურით: გრამატიკის კანონები განისაზღვრება ყურით; კანონის გაგება განისაზღვრება ყურით; ფუნდამენტალური ბანი - ყურით. ამიტომვე, სხვა ცხოვრება გამოისახე,ბა როგორც მთელი მუსიკა, როგორც დიადი ჰარმონია. ეჰა, შეძლებდნენ მაინც ჩემი ცხოვრების დისონანსები უმალ შეერწყან მას.
- სუბიქტურობის ნამდვილი სახელი ირონიაა.
- ტირანი კვდება და მასთან ერთად კვდება მისი ბატონობა ; ხოლო წამებულის ბატონობა სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ იწყება.