სოკრატე

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოკრატეს ლისიპოსისეული ბრინჯაოს პორტრეტის (დაკარგული) გვიანდელი მარმარილოს ასლი, ლუვრი.

სოკრატე (ბერძნ. Σωκράτης) (4 ივნისი, ძვ. წ. 470 ― † 7 მაისი, ძვ. წ. 399) - ბერძენი ათენის ფილოსოფოსი.

  • მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა.


  • ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.


  • მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.


  • ილაპარაკე, რათა გაგიცნო.


  • ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი.


  • ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი.


  • გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ.


  • ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს.


  • უნდა ჭამო იმისათვის,რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო,რომ ჭამო.


  • ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა.


  • ვისთანაც სიტყვა უქმია,მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები.


  • ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.


  • განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!


  • ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.


Wikipedia
პირადი ხელსაწყოები