სოციალისტური სამშობლოს გზებზე

ვიკიციტატიდან
არა! არ გადაშენდება 
მამაპაპური ფუძე,
ათასგვარ ნგრევა შენებას 
დასაბამიდან უძლებს
მონატრულ შვილებს მოგველის, 
ერდო და ბანი ოდის,
მოვიდა მხვნელი, მთიბველი 
და მომავალიც მოდის
მე ვენაცვალე ჭერემელს, 
რომ დაუბრუნდა ჭერემს
ეზოკარს რომ აჭრელებენ, 
სიმღერით ხდიან ჭერემს
ნაჭა დაჰკიდეს ბუხრებში, 
კვამლი ავარდა ბუხარს
ნახირი ზმუის შუკებში, 
მოიზლაზნება ბუღა
სახლი აიკლო ნაგაზმა, 
სოფელს აფხიზლებს ყეფით
გოგონა მორბის გზადაგზა, 
შავი მაყვლების კრებით
ყაყაჩო იწვის ყანაში, 
მეზვრე გაჰყვირის მეზვრეს
სიცოცხლე თამაშ-თამაშით, 
დახტის სამშობლოს გზებზე
ვინც ბარი დაჰკრა პირველად, 
არის შვილობის ღირსი
დღეს ყველა სოფელს სჭირდება, 
რომ გადავუსხათ სისხლი
სოციალისტურ გზებზე, 
მოვუხმოთ მკელს და მთესველს
და ყველა ტკბილი სიზმარი, 
ცხადად აუხდეს ჩვენს ერს
1949წ. ი.ბ სტალინი