სტენდალი
სტენდალი ფრანგი მწერალი. ნამდვილი სახელი - ანრი მარი ბეილი A. Marie Beyle (1783 - 1842)
ციტატები[რედაქტირება]
|
|
საჯარო აზრი საშიში რამეა იმ ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუცია აქვს |
|
L'opinion publique est terrible dans un pays qui a la charte. |
|
| — სტენდალი |
| ციტატის წყარო: Le rouge et le noir (1830) |
|
|
ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე. |
|
|
მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს - გააბედნიერო საყვარელი ადამიანი. |
|
|
ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა. |
|
|
ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება. |
|
|
კაცისა და ქალის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება. |
|
|
თუ გსურს მოიქცე ბრძნულად, მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო. |
|
|
ქალი გულგრილია მის მიმართ,ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია. |
|
|
სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია. |
|
|
როცა პირველად ნებდება,ქალი ფიქრობს,რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია,რომ მიიღო სათამაშო.ქალი ფიქრობს,რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია,რომ მიიღო წუთი. |
|
|
იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა- შემთხვევითობამდე. |
|
|
სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს. |
|
|
როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯია საკმარისი, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ, ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. |
|
|
უსაქმურობა - მოწყენილობის დედაა. |
|
|
ერთნაირად ძნელია დააკმაყოფილო მკითხველი, როდესაც წერ როგორც ნაკლებ საინტერესო საგანზე, ისე მეტისმეტად საინტერესოზე. |
|
|
ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგუნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე ქარაფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს. |
|
|
სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს. |
|
|
სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესოა მამაკაცისთვის–ესაა გამარჯვება და განხეთქილება. სხვა ყველაფერი ერთფეროვანია. |
|
|
ქალმა თავი უნდა დაიცვას პირველად, მამაკაცმა შემდეგ, და ვაი დამარცხებულს. |
|
|
შეყვარებულები ბრმები არიან და ერთმანეთს უცქერიან. დაქორწინდებიან, თვალები აეხილებათ და ერთმანეთს აღარ უცქერიან. |
|
|
ცოლს, რომელსაც ქმარი წინ არ მიჰყავს, უკან მიჰყავს. |
|
|
სიყვარულს რომ სძლიო, ერთადერთი გზაა გაქცევა. |
|
|
ქალთან ლაპარაკი ზოგჯერმეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი. |
|
|
ადამიანი დედამიწაზე იმისათვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს,არამედ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს. |
|
|
პატიოსნად შესრულებული ყოველი შრომა სასარგებლოა და ამდენად ღირსი პატივისცემისა. |
|
|
სიყვარული – მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოსწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. |
- მეგობრისთვის ერთბაშად რაიმე გარემოებაში სიკვდილი არაა ისეთი გმირობა, როგორც მისთვის ყოველდღიურად რაიმე მსხვერპლის გაღება.
- იდეების დამარცხება შეიძლება მხოლოდ იდეებით. [საჭიროებს წყაროს მითითებას/დაზუსტებას]