უილიამ შექსპირი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უილიამ შექსპირი (დ. 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.


  • სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის, ვინ არის სულელი.


  • უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე.


  • ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება.


  • კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა.


  • არა- სულელი ის არის ვისაც სჯერა მორჩილება მგლისა, ალერსი ცხენის წიხლისა, ტრფიალება ბავშვისა და ფიცი უნამუსო დედაკაცისა.


  • ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა.


  • ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.
  • სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.


  • თუ ადამიანი, რომელიც გაძარცვეს, იღიმის, ესე იგი თავადაც მოპარა ქურდს რაღაც.


  • რა მძიმე ყოფილა სხვისი ბედნიერებით ტკბობა, როცა შენი საკუთარი არ გაგაჩნია.


  • სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი.


  • უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი .
პირადი ხელსაწყოები