შინაარსზე გადასვლა

უინსტონ ჩერჩილი

ვიკიციტატიდან
უინსტონ ჩერჩილი თეირანის კონფერენციაზე

უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი, 1874, ბლენიმი, ოქსფორდშირი — გ. 24 იანვარი, 1965, ლონდონი) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ საფრანგეთში, ვიბრძოლებთ ოკეანესა და ზღვებზე, ვიბრძოლებთ მთელი თავდაჯერებულობითა და ძალით. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას. რაც არ უნდა იყოს ამის ფასი. ვიბრძოლებთ სანაპიროებზე, ვიბრძოლებთ დასაფრენ ბილიკებზე, ჩვენ ვიბრძოლებთ მინდვრებსა თუ ქუჩებში და არასოდეს დავნებდებით.


  •  

დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის.


  •  

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში - შესაძლებლობებს.


  •  

დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტია ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან.


  •  

დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.


  •  

მშვიდობისმოქმედი ისაა, ვინც აჭმევს ნიანგს იმ იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.


  •  

ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან. (იგულისხმება პროსტიტუცია)


  •  

როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.


  •  

ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.


  •  

კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასასანსლად ემზადება.


  •  

არ მაღელვებს არანაირი მოქმედება... მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა...


  •  

წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხს-მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.


  •  

ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება.


  •  

სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ.


  •  

ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.


  •  

ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.


  •  

პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათო, როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ომში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში — მრავალგზის.


  •  

ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.


  •  

ომმა კაციობრიობის პოტენციური გამანადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა.


  •  

იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისათვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.


  •  

თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის, ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი, მაშინ ის უბრალოდ უტვინო ყოფილა.


  •  

თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.


  •  

როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.


  •  

ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.


  •  

ჩემი ყველაზე წარმატებული გარიგება ჩემს მეუღლესთან შედგა, როცა ის ცოლობაზე დავითანხმე.


  •  

არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.


  •  

მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მისს, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი — ისევ ისეთივე ამაზრზენი.


  •  

რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.


  •  

შარლ დე გოლი ჰგავს დედალ ლამას, რომელიც საკუთარ სააბაზანოში შეაშინეს.


  •  

პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს და კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე.


  •  

ვფიქრობ, ისტორია ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ, რადგან თავად ვაპირებ დავწერო იგი.