უინსტონ ჩერჩილი
ვიკიციტატიდან
უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი, 1874, ბლენიმი, ოქსფორდშირი — გ. 24 იანვარი, 1965, ლონდონი) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
[რედაქტირება] ციტატები
- დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის. [საჭიროებს წყაროს მითითებას/დაზუსტებას]
- პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში- შესაძლებლობებს.
- დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტია ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან.
- დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.
- მშვიდობისმოქმედი ისაა, ვინც აჭმევს ნიანგს იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.
- ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან .(იგულისხმება პროსტიტუცია)
- როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.
- ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.
- კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასანსლად ემზადება.
- არ მაღელვებს არანაირი მოქმედება...მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა...
- წარმატება- ესაა შესაძლებლობა, მარცხს-მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.
- ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება.
- სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ.
- ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.
- ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.
- პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათო, როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ომში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში- მრავალგზის.
- ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.
- ომმა კაციობრიობის პოტენციური გამნადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა.
- იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისათვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.
- თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის, ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი, მაშინ ის უბრალოდ უტვინო ყოფილა.
- თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.
- როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.
- ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.
- ჩემი ყველაზე წარმატებული გარიგება ჩემს მეუღლესთან შედგა , როცა ის ცოლობაზე დავითანხმე.
- არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.
- მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მისს, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი- ისევ ისეთივე ამაზრზენი.
- რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.
- შარლ დე გოლი გავს დედალ ლამას, რომელიც საკუთარ სააბაზანოში შეაშინეს.
- ძაღლები დაბლიდან ამოგვყურებენ, კატები კი - მაღლიდან დაგვცქერიან, მხოლოდ ღორები გვექცევიან ისე, როგორც თანასწორს.
- პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს და კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე.
- "ვფიქრობ ისტორია ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ, რადგან თავად ვაპირებ დავწერო იგი."