ფრანსუა რაბლე
ვიკიციტატიდან
ფრანსუა რაბლე (François Rabelais, შინონი, დაახლ. 1494 – 1553, 9 აპრილი, პარიზი) ფრანგი მწერალი-ჰუმანისტი, ექიმი. რენესანსის წარმომადგენელი. ავტორი რომანისა "გარგანტუა და პანტაგრუელი".
- მადა ჭამაში მოდის.
- საქმე ის კი არა, რომ სწრაფად გავიქცეთ, არამედ ის, რომ გავიქცეთ დროულად.
- ადამიანის სიბრიყვე მისსავე მუშტებზე ძლიერია.
- ყოველი კაცი იმდენი ღირს, რამდენადაც თავს იფასებს
- ყველაფერი დროულად მოვა, თუ ლოდინი შეგვიძლია.