შარლ ლუი მონტესკიე
შარლ ლუი მონტესკიე (ფრანგ. Charles-Louis de Secondat, baron de La Brède et de Montesquieu) (დ. 18 იანვარი, 1689 – გ. 10 თებერვალი, 1755) — ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანისა „სპარსული წერილები“.
ციტატები
[რედაქტირება]თუ თქვენ ატყუებთ ხალხს ფულის გამოძალვის მიზნით – ეს თაღლითობაა, ხოლო, თუ თქვენ ატყუებთ ხალხს მათი ხმების მიღების მიზნით – ეს პოლიტიკაა. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.
სინდისი იმას აქვს სუფთა, ვისაც ის არასდროს გამოუყენებია. |
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის. |
შეძენილი გემოვნება მიმართულებას აძლევს, ცვლის – ზრდის ან ამცირებს – ჩვეულებრივ გემოვნებას, როგორც ჩვეულებრივი გემოვნება მიმართავს, ცვლის ზრდის ან ამცირებს – შეძენილ გემოვნებას. |
როცა მახვილოგონიერებას მისდევენ, ხშირად სიბრიყვეს იჭერენ. |
გონიერი არსებების ბუნებაში ჩადებულია არასრულფასოვნების შეგრძნების უნარი. აქედან გვაქვს სწორედ სირცხვილის შეგრძნება ჩვენი არასრულფასოვნების წინაშე. |
თუკი ხასიათი მთლიანობაში კარგია, მასში რამდენიმე ხარვეზის აღმოჩენა უბედურებას არ წარმოადგენს. |
კითხვა ყოველთვის იყო ჩემთვის ძირითადი საშუალება ცხოვრებისეული მოწყენილობის წინააღმდეგ. მე არ მქონია ისეთი დარდი, რომელიც ერთი საათის კითხვას არ გაექარვებინოს. |
უმჯობესია შურით გიყურებდნენ, ვიდრე სიბრალულით. |
ფუჭმეტყველება ყოველთვის ხიბლავდა უსაქმურებს. |
არასოდეს არ უნდა ამოიწუროს საგანი იმდენად, რომ მკითხველს წილად აღარაფერი დარჩეს. საქმე კი არ არის, აიძულო იგი წაიკითხოს, საქმე ისე არის, ფიქრი აიძულო. |
ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია: ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს. |
თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს. |
ადამიანი მცენარესავით არის, თუ კარგად არ მოუარე კარგად არ იზრდება. |