შარლ ლუი მონტესკიე

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონტესკიე

შარლ ლუი მონტესკიე (დ. 18 იანვარი, 1689 – გ. 10 თებერვალი, 1755), ფრანგი მწერალი, ადვოკატი და ფილოსოფოსი, ავტორი რომანისა „სპარსული წერილები“.

  • სინდისი იმას აქვს სუფთა, ვისაც ის არასდროს გამოუყენებია.


  • ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის.


  • შეძენილი გემოვნება მიმართულებას აძლევს, ცვლის – ზრდის ან ამცირებს – ჩვეულებრივ გემოვნებას, როგორც ჩვეულებრივი გემოვნება მიმართავს, ცვლის ზრდის ან ამცირებს – შეძენილ გემოვნებას.


  • როცა მახვილოგონიერებას მისდევენ, ხშირად სიბრიყვეს იჭერენ.


  • გონიერი არსებების ბუნებაში ჩადებულია არასრულფასოვნების შეგრძნების უნარი. აქედან გვაქვს სწორედ სირცხვილის შეგრძნება ჩვენი არასრულფასოვნების წინაშე.


  • თუკი ხასიათი მთლიანობაში კარგია, მასში რამდენიმე ხარვეზის აღმოჩენა უბედურებას არ წარმოადგენს.


  • კითხვა ყოველთვის იყო ჩემთვის ძირითადი საშუალება ცხოვრებისეული მოწყენილობის წინააღმდეგ. მე არ მქონია ისეთი დარდი, რომელიც ერთი საათის კითხვას არ გაექარვებინოს.


  • უმჯობესია შურით გიყურებდნენ, ვიდრე სიბრალულით.


  • ფუჭმეტყველება ყოველთვის ხიბლავდა უსაქმურებს.


  • არასოდეს არ უნდა ამოიწუროს საგანი იმდენად, რომ მკითხველს წილად აღარაფერი დარჩეს. საქმე კი არ არის, აიძულო იგი წაიკითხოს, საქმე ისე არის, ფიქრი აიძულო.


  • ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია: ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.


  • თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.


  • ადამიანი მცენარესავით არის, თუ კარგად არ მოუარე კარგად არ იზრდება.


  • თუ თქვენ ატყუებთ ხალხს ფულის გამოძალვის მიზნით – ეს თაღლითობაა, ხოლო, თუ თქვენ ატყუებთ ხალხს მათი ხმების მიღების მიზნით – ეს პოლიტიკაა.
ჟურ. თბილისელები; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) – გვ. 92.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ვიციტატის ბმულები
ხელსაწყოები
სხვა ენებზე