შოთა რუსთაველი

ვიკიციტატიდან

შოთა რუსთაველი - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

რ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

  ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, 798-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

  ციტატის წყარო: ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა, 1392-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!

  ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, 1361-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

  ციტატის წყარო: პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა, 901-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

  ციტატის წყარო: დასაწყისი, მე-12 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

იდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

  ციტატის წყარო: ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა, 924-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

  ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა, 951-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

  ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, მე-800 სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

  ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ, 854-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

  ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 751-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

უ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.

  ციტატის წყარო: ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა, 726-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

  ციტატის წყარო: მბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა. ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა, 1254-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

  ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა, 1344-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების.

  ციტატის წყარო: წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო, 1094-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

  ციტატის წყარო: ამბავი როსტევან არაბთა მეფისა, 39-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

აგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.

  ციტატის წყარო: სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა, 1500-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

  ციტატის წყარო: თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად.

  •  

მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

  ციტატის წყარო: წასლვა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა, 1045-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

  ციტატის წყარო: ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება, 1083-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

  ციტატის წყარო: ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, 803-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

  ციტატის წყარო: ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, 1211-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

  ციტატის წყარო: წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა, 1323-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

  ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 761-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

მძულს უგული სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში.

  ციტატის წყარო: დასაწყისი, 25-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

ახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

  ციტატის წყარო: ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა, 1196-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით

  •  

დეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

  ციტატის წყარო: დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი, 773-ე სტროფი 1937 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით


  •  

რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია!


  •  

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.


  •  

კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის.


  •  

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.


  •  

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.


  •  

სხვა სხვისა ომსა ბრძენია.


  •  

რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?


  •  

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.


  •  

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.


  •  

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.


  •  

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.


  •  

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.


  •  

სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.


  •  

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.


  •  

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.


  •  

ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.


  •  

რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.


  •  

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?


  •  

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.


  •  

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.


ლიტერატურა[რედაქტირება]