ჰეროდოტე
ვიკიციტატიდან
ჰეროდოტე ჰალიკარნასელი (ბერძნ.: Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς Hēródotos Halikarnāsseús; დ. ~ძვ.წ. 484 - გ. ~ძვ.წ. 425), ძველი ბერძენი ისტორიკოსი, დასავლეთის კულტურაში საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც „ისტორიის მამა“. ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელიც მასალას სისტემატურად აგროვებდა, ამოწმებდა მათ აკურატულობას შეძლების ფარგლებში და ახარისხებდა მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით. ჰეროდოტე ძირითადად ცნობილია ნაშრომით „ისტორიები“.
[რედაქტირება] ისტორიები
- მე ვიცი რომ ადამიანური ბედნიერება არასოდეს ჩერდება დიდხანს ერთ ადგილზე.
- წიგნი 1, თავი 5
- კაცი ყურებს უფრო ნაკლებად ენდობა ვიდრე თვალებს.
- წიგნი 1, თავი. 8
- როცა ელინნი ერთსულოვანნი იყვნენ, მათ ვერაფერს დააკლებდა თუნდაც მთელი კაცობრიობა.
- ისა სჯობს შურდეთ ჩემი, ვიდრე ვებრალებოდე.
- წიგნი III, თავი 52.
- მშვიდობისას შვილები მარხავენ მამებს, ომში კი მამები შვილებს
- წიგნი I, თავი 87.