ქემალ ათათურქი

ვიკიციტატიდან

მუსტაფა ქემალ ათათურქი ან მუსტაფა ქემალ ფაშა 1921 წლამდე და ღაზი მუსტაფა ფაშა 1921—1934 წლებში (დ. 1881, სალონიკი, სალონიკის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია – გ. 10 ნოემბერი, 1938, დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ფელდმარშალი, რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა, რომელიც რესპუბლიკის დაფუძნებიდან, 1923 წლიდან, სიკვდილამდე, 1938 წლამდე იყო თურქეთის პრეზიდენტი. მან გაატარა ყოვლისმომცველი პროგრესული რეფორმები, რამაც თურქეთი გარდაქმნა სეკულარულ და ინდუსტრიალიზებულ ქვეყანად. იდეოლოგიურად, მისი სეკულარისტული და ნაციონალისტური პოლიტიკა და სოციალისტურ-პოლიტიკური თეორია ქემალიზმის სახელით გახდა ცნობილი. თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევების გამო, ათათურქი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერად ითვლება.