ჯორჯ გორდონ ბაირონი
ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (დ. 22 იანვარი, 1788, ლონდონი ― გ. 19 აპრილი, 1824, მისოლუნგი, საბერძნეთი), უკეთ ცნობილი როგორც ლორდ ბაირონი — ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი.
ავტორი ვანო ბლიაძე. (ეშმაკის პაძელნიკი)
ციტატები
[რედაქტირება]მორჩა, გათავდა! გვირგვინოსან მეფეს გუშინდელს, | |
Tis done – but yesterday a King ! |
განსაცდელი ბრძენთა მასწავლებელია. |
როდესაც მოცახცახეს გიკრავდი გულში, |
რბილ სიტყვაზე უკეთესი ისარი გულის განსაგმირავად, ეშმაკის საისრეში არ არსებობს. |
მე თუ შენ გამო სამყაროს დავკარგავდი, სამყაროს სანაცვლოდ შენ არ დაგკარგავდი. |
ერთი ცრემლის გაშრობა ბევრად რთულია, ვიდრე ზღვა სისხლის დაღვრა. |
ვისაც საკუთარი სამშობლო არ უყვარს, ვერ შეიყვარებს ვერაფერს. |
არ არსებობს ქვეყნად სიხარული, რომელიც წართმეულ სიყვარულს შეცვლის. |
ვინც ჩუმად ტირის, ის ჭეშმარიტად გლოვობს. |
ეს სიამოვნება ტყეში ჩურჩულის გარეშე, |
არ შემიძლია გენიალური ვიყო 2 საათი, პირის გასაპარსად დრო არ დამრჩება. |
ღამე ბრწყინვალებას ჰმატებს ვარსკვლავებსა და ქალებს. |
განვლილი ბედნიერების მოგონება ბედნიერება აღარ არის. გადატანილი ტკივილის მოგონება — ეს ჯერ კიდევ ტკივილია. |
მიეცით მას სასუსნავი და სარკე და ის აბსოლუტურად კმაყოფილი იქნება. |
ყველა ბილიკთან შედარებით, რომელიც ქალის გულთან მიდის, სიბრალული ყველაზე მოკლეა. |
ჩვენ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ იმედი მიმართავს მეხსიერებას და ორივე ერთად გვატყუებს. |
სიყვარულის ჭრილობა თუ არ კლავს, ის არასოდეს არ შეხორცდება. |
და თუ დავიკარგე, ეს იყოს მხოლოდ გულის სურვილის გამო. |
ქალის ცრემლები შემაძრწუნებელია, მამაკაცის კი გამდნარი ტყვიაა, რადგან ქალი ტირის რათა გულზე მოეშვას, მამაკაცის ცრემლი კი სასტიკი წამებაა. |
მარტოობაში ადამიანი ნაკლებად გრძნობს მარტოსულობას. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- ლორდი ბაირონის ნამუშევრები (ინგლისური). Online Book Catalog. პროექტი გუტენბერგი.