ონორე დე ბალზაკი




ონორე დე ბალზაკი (ფრანგ. Honoré de Balzac; დ. 20 მაისი, 1799, ტური — გ. 18 აგვისტო, 1850, პარიზი) — ფრანგი მწერალი და რომანისტი. ბალზაკი ითვლება მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად და რეალისტური პროზის ერთ-ერთ ფუძემდებლად.
ციტატები
[რედაქტირება]https://qwelly.com/group/literature/forum/topics/ucxo-shedevri დიდება უსარგებლო საქონელია — ძვირი ღირს და ცუდად ინახება; არაფერია იმ ადამიანის შიგნით, რომელსაც ყველაფერი გარეთ გამოაქვს.
„რასაც ნაპოლეონმა ვერ მიაღწია ხმლით, მე მივაღწევ სიტყვით!“ |
„მე ვადგენ ბიწიერებისა და სათნოების ინვენტარს... ვხატავ ხასიათებს, აღვნუსხავ საზოგადოების ცხოვრების უმთავრეს მოვლენებს. მე, შესაძლოა, დავწერე ისტორია, რომელიც დავიწყებულია ისტორიკოსების მიერ, სახელდობრ, ზნე-ჩვეულებათა ისტორია.“ |
„უნდა იაზროვნო, როგორც ღმერთმა და იცხოვრო, როგორც რომელიმე ფრანგმა ბურჟუამ.“ |
„საჭმლის ზიზღი ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც უდიდეს სულიერ განცდებს ამჟღავნებს.“ |
ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)
„განა სიყვარული არა ჰგავს ზღვას, რომელიც ზოგიერთი უხამსი ადამიანის ზერელე თვალში ერთფეროვანია, მაშინ, როცა რჩეულ არსებებს შეუძლიათ მთელი სიცოცხლე ზღვასთან გაატარონ, დატკბნენ მისი ცქერით, დაუსრულებლად აღმოაჩინონ მასში საოცრებანი, რომლებიც მუდამ აღტაცებას იწვევს?“ |
ციტატის წყარო: “ვენდეტა” (1830 წ.)
„ჩვენ თვალწინ მუდამ ხდება განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, მაგრამ, ამავე დროს, ისინი იმდენად უბრალონი არიან, რომ ვერ ვამჩნევთ.“ |
ციტატის წყარო: “წითელი სასტუმრო” (1831 წ.)
„არ ვიცი, რა უფრო ძლიერად იზიდავს: შურისძიება თუ ბოროტმოქმედება, სიძულვილი თუ შეურაცხყოფა.“ |
ციტატის წყარო: “წითელი სასტუმრო” (1831 წ.)
ოცდაათი წლის ქალი (1831)
[რედაქტირება]განა ჩვენ არ შევხვედრივართ ისეთ ადამიანს, ვისი სრული უნიათობაც საიდუმლოდ რჩება მის ნაცნობთა უმრავლესობისთვის? მაღალი მდგომარეობა, წარჩინებული წარმოშობა, დიდი თანამდებობა, გარეგნული კეთილშობილება, თავშეკავებული ქცევა ან სიმდიდრის მომაჯადოებელი ძალა, - ეს ყველაფერი ისეთი საბურველია, რომელიც გაშემომყოფებს ხელს უშლის, მის შინაგან სამყაროს ჩაწვდნენ. |
ციტატის წყარო: „ოცდაათი წლის ქალი“
მამაკაცს ნამდვილი უპირატესობა ეძლევა, როცა მისი შეუპოვრობით აფორიაქებული ან შეშინებული ქალის გონების დაპყრობას ახერხებს. |
ციტატის წყარო: „ოცდაათი წლის ქალი“
მამა გორიო (1835)
[რედაქტირება]დის გული სიწმინდის ალმასია, სინაზის უძირო ზღვაა. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
ქალებს შეეკითხეთ, როგორი კაცებისაკენ მიისწრაფიან? პატივმოყვარეებისაკენ. პატივმოყვარეებს უფრო მაგარი წელი მოსდგამთ, სისხლში მეტი რკინა აქვთ და გული უფრო მხურვალე, ვიდრე სხვებს. ხოლო აყვავების ხანაში მყოფი ქალი იმდენად ბედნიერი და იმდენად მშვენიერია, რომ მას ძლიერი მამაკაცი ყველას ურჩევნია და იმასაც არ უშინდება, რომ შეიძლება ხელში შემოაკვდეს კიდევაც. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
საწყალი, უბედური და საცოდავი ქალიშვილის გული სიყვარულს დახარბებული ღრუბელია, თანაც ისეთი მშრალია, გრძნობის ერთი წვეთიც რომ მოხვდეს, მაშინვე გაიჟღინთება. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
თუკი არ არსებობს წმინდა და ამაღლებული სიყვარული, რომელიც მთელ სიცოცხლეს ავსებს, მაშინ ძალაუფლების ამ წყურვილს შესანიშნავი საქმეების წარმართვა შეუძლია. ამისთვის საკმაოა უარი თქვა ყველა პირად ინტერესზე და შენი ქვეყნის სიდიადე დაისახო მიზნად. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
თუ ჯალათი აღარ იქნებით, მსხვერპლად გადაიქცევით. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
ჩემსას მივაღწევ! ეს ბანქოს მოთამაშის ან დიდი მხედართმთავრის სიტყვებია, ფატალისტური სიტყვები, რომლებიც უფრო მეტად ხალხს ღუპავენ, ვიდრე შველიან. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
ჯაშუშები უსქესოები არიან. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
უმაღლესი საზოგადოება, ტალახის ზღვაა, რომელშიაც კაცმა თუ ფეხი დაისველა, მერე კისრამდე ჩაეფლობა. |
ციტატის წყარო: „მამა გორიო“
ეჟენი გრანდე (1833)
[რედაქტირება]ძუნწთა ცხოვრება წარმოადგენს ადამიანური ზალის მუდმივ ვარჯიშს პიროვნების სამსახურში. ძუნწი მარტოოდენ ორ გრძნობას ემყარება: თავმოყვარეობასა და ანგარებას. მაგრამ რადგანაც ანგარება ერთგვარი სოლიდური თავმოყვარეობაცაა და რა თქმა უნდა რეალური უპირატესობის განუწყვეტელი დადასტურებაც, ამიტომ ანგარება ერთი მთლიანობის (ეგოიზმის) ორ მხარეს წარმოადგენს. ალბათ აქედან გამომდინარეობს ის არაჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობაც, რომელსაც იწვევენ სცენაზე ოსტატურად გამოყვანილი ძუნწები. ყოველი მათგანი თავისებურადაა დაკავშირებული იმ პერსონაჟებთან, რომლებიც ყველა ადამიანურ გრძნობებს ეხებიან და აჯამებენ. |
ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“
ძუნწი ხომ კრავს ასუქებს, გალიაში ამწყვდევს, კლავს, წვავს, ჭამს და ეზიზღება. |
ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“
ძუნწის საკვები მხოლოდ ფულისა და ზიზღისგან შეგდება. |
ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“
რელიგიურად აღზრდილი, წმინდა და უცოდინარი ქალებისთვის ყველაფერი სიყვარულია მას შემდეგ, როცა ისინი ამ მოჯადოებულ სამყაროში შედგამენ ფეხს. |
ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“
პირმოთნეობა არასდროს გამომდინარეობს დიადი სულიდან, ის წვრილმანი სულების ხვედრია, რომელთაც უნარი აქვთ კიდევ უფრო დაპატარავდნენ, რათა უკეთ შეაღწიაონ იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც სჭირდებათ. |
ციტატის წყარო: „ეჟენი გრანდე“
გობსეკი (1830)
[რედაქტირება]იმისათვის, ვინც იძულებული ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების ორომტრიალში გადაეშვას, რწმენა და ზნეობრივი წესები ფუჭი სიტყვებია. გვრჩება მხოლოდ ერთადერთი გრძნობა, რომელიც ბუნებამ ჩაგვინერგა: თავდაცვის ინსტინქტი. |
ციტატის წყარო: „გობსეკი“
არისტოკრატსა და მის მაიმუნივით მიმბაძველს ეშინიათ ტალახში სიარულით ფეხი არ დაისვარონ და თავით ფეხებამდე წუმპეში კი ამოევლებიან ხოლმე. |
ციტატის წყარო: „გობსეკი“
ძალაუფლება და სიამოვნება - განა ეს არის მთელი თქვენი სოციალური წესწყობილების დედააზრი? |
ციტატის წყარო: „გობსეკი“
სირცხვილი, სინდისის ქენჯნა და სიღარიბე არის სამი ფურია, რომელსაც ქალები, როგორც კი საზღვარს გადასცდებიან, აუცილებლად ხელში უვარდებიან. |
ციტატის წყარო: „გობსეკი“
სისხლი რომ დაღვარო, ის უნდა გქონდეს, ჩემო პატარავ, შენ კი ძარღვებში მხოლოდ ტალახი გაქვს. |
ციტატის წყარო: „გობსეკი“
სხვა ნაწარმოებები
[რედაქტირება]კაცი ქალთან შედარებით „საწყალი კრეატიულია“. |
იქნებ, ვერაფერს მიაღწევდეს კაცი, სანამ გულის ყველაზე სათუთ ადგილებზე კოჟრები არ გაუჩნდება?! |
დიდება გამოუსადეგარი საქონელია, ვინაიდან ძვირი ღირს, მაგრამ ცუდად ინახება. |
იდეების გაუვნებელყოფა მხოლოდ იდეებით შეიძლება. |
დიდი სიყვარული შამპანურით იწყება… |
ფინანსები, ისინი დროს ჰგვანან, რომლებიც თავიანთ შვილებს შთანთქავენ. |
ღრუბლები ღმერთს “ეფარებიან”. |
მე მაკლერებს ადამიანთა ჯგუფს არ მივაკუთვნებდი. |
სიყვარული გრძნობების პოეტური გამოხატვაა. |
მანერები ერების პირფერობაა. |
„კაცები“ კვდებიან სასოწარკვეთილებაში, სულები ─ ექსტაზში. |
კაცმა არასდროს არ უნდა შეიყვაროს მაშინ, როდესაც ის ანატომიას სწავლობს, რადგან იმ დროს მას ქალის “შუაზე” გაჭრა უწევს. |
როდესაც კანონი ხდება დესპოტიზმი, მაშინ მორალი მოდუნებულია, ხანდახან კი პირიქითაც ხდება. |
სათნოება, შესაძლებლობები, ეს ყველაფერი უბრალოდ ზრდილობიან სულზე მიგვანიშნებს. |
