წმინდა ბარსანოფი დიდი
ღირსი ბარსანოფი დიდი — VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს (483-565) მეფობისას ცხოვრობდა და პალესტინაში, ქალაქ ღაზის მახლობლად, ამბა სერიდის მონასტერში მოსაგრეობდნენ.
ციტატები
[რედაქტირება]ყველა ადამიანი შენზე აღმატებულად ჩათვალე. |
ციტატის წყარო: სიმდაბლე
მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს აღასრულებს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 599
იფხიზლე, ძმაო! შენ მოკვდავი და წარმავალი ხარ: ნუ მოისურვებ, ამ მცირე დროის გამო მარადიული ცხოვრება დაკარგო. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 617
იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 416
როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათვის სასარგებლო. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 237
ნუ დაფარავ გულისთქმას, რადგან ის, ვინც მალავს გულისთქმას, ახარებს ბოროტ სულს, რომელიც ცდილობს მისი სულის დაღუპვას. ვინც თავის გულისთქმებს მალავს, ის ვერ განიკურნება, ხოლო ვინც ამ გულისთქმებს მოძღვარს გაუმხელს ის გამოსწორდება. ვინც მოძღვარს შეკითხვით მიმართავს და არ აღასრულებს მის რჩევას, ღვთის ნებას არ ემორჩილება. |
ციტატის წყარო: სულიერ მოძღვართა შესახებ გვ. 23