რიჩარდ ბახი
რიჩარდ ბახი (ინგლ. Richard Bach) (დ. 23 ივნისი, 1936 ) — ამერიკელი პილოტი და საავიაციო მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]იპოვე უდიდესი მასწავლებლები — დაუსვი ურთულესი კითხვები. ისინი არასოდეს არ იტყვიან: „ისწავლე ფილოსოფია“ ან „დაიცავი დისერტაცია“, ისინი იტყვიან: „შენ უკვე იცი“. |
არის მწვერვალები, რომლებზეც ასვლის შემდეგ შენ აღარ ეშვები ქვევით, არამედ გაშლი ფრთებს და მიფრინავ ზევით. |
რეალობას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც შენ ხედავ შენი ვიწრო თვალთახედვით. რეალობა — ეს სიყვარულის გამოვლინებაა. სრულქმნილი სუფთა სიყვარული, რომელიც არ ეხება სივრცესა და დროს! |
ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის. რის გაკეთებას აირჩევ მათთან — შენი გადასაწყვეტია. |
სხეულის სიკვდილი, სხეულთან განშორებაა — გახსოვდეს! — ისეთივე სიზმარია, როგორც ცხოვრება მასში. |
შენ თავისუფალი ხარ შექმნა და პატივი სცე ნებისმიერ წარსულს, რომელსაც შენ ამოირჩევ, რათა განკურნო და გარდაქმნა საკუთარი მომავალი. |
ჩვენ გამართლებული უფლება გვაქვს ვიფრინოთ იქით, საითაც გვინდა და ვიყოთ ისეთნი როგორიც გავჩნდით. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
სურვილი ყოველთვის იმ ძალასთან ერთად ჩნდება რომლითაც მისი ასრულებაა შესაძლებელი. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
შენი უცოდინრობა იმით იზომება, თუ რამდენად ღრმად გჯერა უსამართლობის და ადამიანის ტრაგიკულობის. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
შენს ცხოვრებაში ყოველი ადამიანი და ყოველი შემთხვევა მოხდა იმიტომ, რომ შენ მიიზიდე ყოველივე და როგორ მოექცევი ამ ყველაფერს ესეც შენი გადასაწყვეტია. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
იმას რასაც მუხლუხო სამყაროს დასასრულს უწოდებს, მეცნიერი პეპელას დაარქმევს. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
ერთადერთი ვალდებულება რაც გაქვს ცხოვრებაში, ესაა ბოლომდე უერთგულო საკუთარ თავს. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
იმის მტკიცებით, რომ შენ რაღაც არ შეგიძლია ამით შენს თავს ყოვლისშემძლეობას აშორებ. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
შენი სინდისი ზომავდა შენი სურვილის სიძლიერეს, რამდენად გსურდა ყოფილიყავი ის ვინც ხარ. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
რეალური სახელმწიფო ეს ის ღირებულებების სისტემაა რომელშიც პატრიოტიზმი და სინდისი იდენტურია. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
თუ შენი ბედნიერება იმაზეა დაყრდნობილი სხვა როგორ მოიქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დიდი პრობლემა გაქვს. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
თუ გსურს, რომ ვინმე დარჩეს შენს ცხოვრებაში, ნუ გახდები მის მიმართ გულგრილი. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
მარტოობის ანტონიმი ერთად ცხოვრება კი არა სულიერი ერთობაა. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
უსიამოვნებები ყველაზე უარესი არ არის რაც შეიძლება მოხდეს ჩვენთვის, ყველაზე უარესია როდესაც არაფერი არ ხდება. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
ერთადერთი არსებული კანონი არის კანონი, რომელიც გვჩუქნის ჩვენ თავისუფლებას. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
მიიღე შენი შიშები მთელი სიძლიერით და მიეცი ნება გამოავლინონ ძალა, შეაჩერე ისინი როცა ჩვევაში გადაგეზრდებიან, რადგან თუ დამალავ მათ შიში თავისით დაიწყებენ კლონირებას როგორც სოკოები და დაგიფარავენ მიზანს რომელისკენაც მიიწევ. |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები
იმისათვის რომ ბედნიერად და თავისუფლად იცხოვროთ უნდა შესწიროთ მოწყენილობა, მოწყენილობის შეწირვა კი არც ისე ადვილი რამაა |
ციტატის წყარო: რიჩარდ ბახი ციტატები