შინაარსზე გადასვლა

შარლ ბოდლერი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ბოდლერი, შარლ-დან)
რაც უფრო ნაზია სული, რაც უფრო მომთხოვნი, მით უფრო შორს მიჰყავთ იგი ოცნებებს შესაძლებლობის ფარგლებს კიდეგან
ხშირად ერთი და იგივე მიზეზი სავსებით განსხავებულ შედეგებს წარმოშობს.
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში.
ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყოველი პაციენტი ოცნებობს გადაცოცდეს სხვა საწოლზე.

შარლ პიერ ბოდლერი (ფრანგ. Charles Pierre Baudelaire; დ. 9 აპრილი, 1821, პარიზი ― გ. 31 აგვისტო, 1867, იქვე) — XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტი; ასევე მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და მთარგმნელი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

რაც უფრო ნაზია სული, რაც უფრო მომთხოვნი, მით უფრო შორს მიჰყავთ იგი ოცნებებს შესაძლებლობის ფარგლებს კიდეგან.


  •  

ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ არ იქცევიან ბოლოს.


  •  

შენ [ძაღლი] ბრბოს ჰგავხარ, რომელსაც სათუთი არომატები როდი უნდა მიართვა – რაც მას აღიზიანებს, – არამედ კარგად შერჩეული უწმინდურება.


  •  

მართალია, ოდნავ მრცხვენია წარსულის გახსენების, მაგრამ არც დავიწყება მსურს რაიმესი.


  •  

ხშირად ერთი და იგივე მიზეზი სავსებით განსხავებულ შედეგებს წარმოშობს.


  •  

არსებობს ისეთი ძლიერი ცდუნებებიც, რომლებიც დამოუკიდებლად გარდაიქმნებიან სიკეთეში.

  ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები


  •  

დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში.

  ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები


  •  

ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყოველი პაციენტი ოცნებობს გადაცოცდეს სხვა საწოლზე.

  ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები


  •  

ვერ წარმომიდგენია სილამაზე, რომელიც უბედურებასთან არაა კავშირში.

  ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები


  •  

ცეკვას შეუძლია ყველა ის საიდუმლო გაამხილოს, რომელიც მუსიკაში იმალება.

  ციტატის წყარო: ბოდლერის ციტატები


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
შარლ ბოდლერი
Commons
Commons
ვიკისაწყობში არის გვერდი:
Charles Baudelaire